გუნდს უახლოესი მატჩი კვირას, 18 სეტექმბერს "გაგრასთან" სტუმრად უწევს. რა თქმა უნდა, გუნდის მთვარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური დიდხანს ვერ დარჩებოდა, კლუბის ხელმძღვანელობამ ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედა და არჩევანი ვლადიმერ ხაჩიძეზე შეაჩერა, რომელიც 2009-10 წლებში სწორედ "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი იყო და შედეგიც კარგი ჰქონდა.
ხაჩიძე უკვე შეუდგა "სპარტაკში" მუშაობას და გუნდს "გაგრასთან" საკვირაო მატჩისთვის მოამზადებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"