"გაგრას" ლაზარეთი უკვე სოლიდურია

AutoSharing Option
ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების დაშავება ნებისმიერი გუნდისთვის მძიმე მოვლენაა, განსაკუთრებით კი იმ კლუბისთვის, რომელსაც გრძელი სათადარიგოთა სკამი არ აქვს. ასეთთა კატეგორიას უთუოდ მიეკუთვნება "გაგრა", რომელსაც ტრავმირებულები უკვე მრავლად ჰყავს.

ნიგერიელი ოვონიკოკოს დაშავება საქართველოს თასის მფლობელთათვის ყველაზე მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ "გაგრა" მის გარეშე თამაშს, ასე თუ ისე, უკვე შეეგუა, ბოლოდროინდელი ტრავმები კი გუნდის შედეგებზე აშკარად აისახა.

"გაგრამ" დაახლოებით ორი კვირით დაკარგა ლევან შარიქაძე და ზვიად ჩხეტიანი, გაცილებით უარესი კი ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთი მუდმივი წევრის, ირაკლი ხურციძის მდგომარეობაა. მან "სპარტაკთან" მატჩში
კოჭის მყესი გაიწყვიტა და "გაგრას" წელს ვეღარ დაეხმარება.

მართალია, ხურციძე უარეს დაზიანებას გადაურჩა და არც ოპერაცია დასჭირდა, მაგრამ ზამთრამდე ვარჯიშის გაგრძელებით საკუთარ ჯანმრთელობას დიდი რისკის ქვეშ დააყენებდა.

"გაგრა" ფონს გასვლას ამჟამინდელი კადრებით აპირებს, უახლოესი მომავლისთვის შემადგენლობის გაძლიერება ნავარაუდევი არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული