გეგუჩაძემ "ტორპედოში" გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
02.10. თბილისი. მერანი. 600 მაყურებელი
გაგრა-ტორპედო 0:1
0:1 გ. დათუნაიშვილი (13)

გაგრა ტორპედო
3-5-2 4-5-1
სეფიაშვილი მიგინეიშვილი
კალანდაძე დ. ფოფხაძე
ტყეშელაშვილი ს. თოდუა
გაბუნია გამეზარდაშვილი
ზვიადაძე გურული
ნაკონეჩნი დოლიძე
სიჭინავა გ. დათუნაიშვილი
ჯიშკარიანი დიღმელაშვილი
ორდინსკი თარხნიშვილი
გაბედავა დ. ბოლქვაძე
მაგაჯი მეგრელაძე

მწვრთნელი მწვრთნელი
ა. პისკოვეცი გ. გეგუჩაძე

გაგრა
46. ზვიადაძე - ფალავანდიშვილი
46. სიჭინავა - შარიქაძე
61. გაბუნია - კვანტალიანი
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ქართველიშვილი, ყურულაშვილი, ჭკუასელი

ტორპედო
64. თარხნიშვილი - იოსელიანი
72. დ. ბოლქვაძე - კუხიანიძე
76. მეგრელაძე - საბანაძე
სათადარიგოები:
ქვილითაია, ფარულავა, ჩიკვილაძე, რ. გოცირიძე

გაფრთხილება: ზვიადაძე (32), ჯიშკარიანი (68), გაბედავა (87), გამეზარდაშვილი (90)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

გუშინ "ტორპედომ" გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა და დედაქალაქიდან ქუთაისში სამი ქულით გაბრუნდა. მართალია, სტუმართა თამაში ძალიან შორს იყო იდეალურისგან, მაგრამ მთავარი ტაბლოა და ამ მხრივ ტორპედოელებს უკმაყოფილების საფუძველი არ აქვთ - სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს და საქართველოს თასის ფინალში განცდილი მარცხისთვის "გაგრაზე" შურიც იძიეს.

მატჩი არცთუ სანახაობრივი იყო, მაგრამ მაინც მოხდა ისეთი ამბები, გახსენებად რომ ღირს. სანახაობას ხელი ძლიერმა ქარმაც შეუშალა, მაგრამ ფეხბურთელებს მონდომებას ვერ დავუწუნებთ. ისიც სასიამოვნოა, რომ საფეხბურთო გარემო ტრიბუნებზეც იყო - "გაგრას" ქომაგებთან ერთად ქუთაისიდან ჩამოსული რამდენიმე ათეული გულშემატკივარიც აქტიურობდა.
"ტორპედო" სწრაფი გოლით დაწინაურდა - გიორგი დათუნაიშვილმა მასპინძელთა კარში "ჩახვეული" დაარტყა, ბურთს სტუმართათვის სასურველი მიმართულება, სავარაუდოდ, ქარმაც მისცა და კოკა სეფიაშვილმა "გაგრა" ვერ იხსნა - 0:1.

მთლიანობაში თამაში თანაბარი იყო და შეხვედრის ლოგიკური შედეგი, ალბათ, ფრე იქნებოდა, მაგრამ ანატოლი პისკოვეცის შეგირდებმა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს. "გაგრამ" უფრო მეორე ტაიმში იაქტიურა, შესვენებამდე კი ომარ მიგინეიშვილმა გიორგი ტყეშელაშვილის დარტყმა მოიგერია, "ტორპედოს" შესრულებით კი გამოსარჩევი იყო გიორგი მეგრელაძის ოდნავ არაზუსტი თავური და დავით ბოლქვაძის ჯარიმა, რომელიც ხარიხამ აისხლიტა.

მეორე ნახევარი უფრო საინტერესო სანახავი გამოდგა. პისკოვეცმა თამამი შეცვლები განახორციელა და შეიძლება ითქვას, ვა ბანკზე წავიდა - "გაგრამ" შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ოთხი ნომინალური ფორვარდით ჩაატარა, მაგრამ თამაშის გადარჩენა მაინც ვერ შესძლო, თუმცა ამასთან ახლოს იყო. 59-ე წუთზე ლევან შარიქაძის სახიფათო დარტყმისგან "ტორპედო" ხარიხამ იხსნა, 78-ეზე კი მიკოლა ნაკონეჩნიმ ბურთი ძელს გაარტყა. შუალედში ძელმა "გაგრაც" გადაარჩინა - გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა გრიგოლ დოლიძეს.

მოკლედ, "გაგრას" ცდა არ დაუკლია, მაგრამ ტორპედოელებმა მატჩის დებიუტშივე მოპოვებული უპირატესობა მედგარი ბრძოლით შეინარჩუნეს და მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ. "გაგრა" კი, რომელიც სეზონის სტარტზე ლიდერთა შორის იყო, ახლა უკვე მოკრძალებული მიზნებისთვის მებრძოლ გუნდს წააგავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული