ასი ათასი ჩემპიონს!

AutoSharing Option
გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ტოტალიზატორ Europe-bet-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. მთავარი სიახლე ის არის, რაც ამ ღონისძიების წინა დღეს დაანონსდა - მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ახალი სპონსორისგან პრიზად 100 ათას აშშ დოლარს მიიღებს.

კონტრაქტს ხელი სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და Europe-bet-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა მოაწერეს.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამ ტოტალიზატორთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს, შემდეგი სეზონებისთვის დაგეგმილია საპრიზო ფონდის გაზრდაც, ამავდროულად, თანხას არა მხოლოდ ჩემპიონი, არამედ პრიზიორებიც მიიღებენ. პრიზები დაწესდება საქართველოს
თასის გათამაშებაშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული