ჩემპიონის შესაფერისი - სპარტაკი-ზესტაფონი 1:5

AutoSharing Option
22.10. თბილისი. მ. მესხი. 300 მაყურებელი
სპარტაკი-ზესტაფონი 1:5
0:1 გელაშვილი (26. აფციაურის პასით), 0:2 დვალი (37. ძარიას პასით), 0:3 გრიგალაშვილი (45. გელაშვილის პასით), 1:3 თ. შონია (59), 1:4 დვალი (72. პენ), 1:5 დვალი (79. წინამძღვრიშვილის პასით)

სპარტაკი ზესტაფონი
4-5-1 4-4-2
ძაგანია რ. კვასხვაძე
თიბილაშვილი ბენაშვილი
ბოიომო გ. ონიანი
დ. ლომაია საჯაია
ხუბუა ელიავა
შალამბერიძე აფციაური
თ. შონია გორგიაშვილი
მამუჩიშვილი ძარია
ვ. კილასონია შ. გრიგალაშვილი
შარაშენიძე დვალი
მეტრეველი გელაშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
ვ. ხაჩიძე გ. ჭიაბრიშვილი

სპარტაკი
51. ვ. კილასონია - ნ. მაისურაძე
73. შარაშენიძე - რ. ჯიქია
80. შალამბერიძე - რუხაძე
სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ტეტუნაშვილი, თუხარელი,
დ. გელაშვილი

ზესტაფონი
65. გორგიაშვილი - ფიფია
66. კვასხვაძე - მამალაძე
70. გელაშვილი - წინამძღვრიშვილი
სათადარიგოები: თ. ღონღაძე, მ. კობახიძე, ალადაშვილი, სარდალიშვილი

გაფრთხილება: კილასონია (31), ბოიომო (62), ბენაშვილი (75)

არბიტრი; გ. ვადაჭკორია

ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ზესტაფონმა" ყველა სირთულე დასძლია და ისეთ ფეხბურთს თამაშობს, ჩემპიონს რომ შეეფერება. შეიძლება, ერთ-ერთ აუტსაიდერთან თუნდაც დიდი ანგარიშით გამარჯვება განსაკუთრებული წარმატება არ იყოს, მაგრამ ფეხბურთის ის ხარისხი, რაც შაბათს "მიხეილ მესხზე" გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გვიჩვენა, ნამდვილად იმსახურებს ქებას. "ზესტაფონს" ყველაფერი გამოუვიდა - ითამაშა ლამაზად, სწრაფად, შემტევად, კომბინაციურად და მეტოქეს, რომელსაც სტუმართა შესაჩერებლად ცდა არ დაუკლია, საფეხბურთო მასტერკლასი ჩაუტარა, მაყურებელს კი მონატრებული სანახაობა უჩვენა.

ამ მატჩიდან გასახსენებელი საკმაოდ ბევრია, მაგრამ სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, უმთავრეს ეპიზოდებზე შევჩერდებით.

ანგარიშის გახსნამდე "სპარტაკი" ურიგოდ არ გამოიყურებოდა და პირველი მომენტი სწორედ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა შექმნა - ზვიად მეტრეველის დარტყმა როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. მალე თამაშში "სპარტაკის" მეკარე ლაშა ძაგანიაც ჩაერთო და თავისიანები თორნიკე აფციაურისა და შოთა გრიგალაშვილის სახიფათო დარტყმებისას იხსნა.

უკვე აშკრა იყო, რომ გოლი მწიფდებოდა და ჩემპიონები მალევე დაწინაურდნენ. აფციაურმა მოედნის ცენტრიდან შესანიშნავი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ნიკა გელაშვილი, რომელიც ამგვარ სიტუაციებში იშვიათად იბნევა - 0:1.

37-ე წუთზე "ზესტაფონმა" უპირატესობა განიმტკიცა - ირაკლი ძარიას პასით ჯაბა დვალმა ახლო მანძილიდან ანგარიში ორამდე გაზარდა.
იქვე "სპარტაკი" სხვაობის შემცირებასთან ახლოს იყო. მასპინძელთაგან ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა თეიმურაზ შარაშენიძემ შორიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი მეტრეველს კვასხვაძემ აჯობა.

ამის შემდეგ გელაშვილმა ვერ გამოიყენა კარგი მომენტი, თუმცა გამანადგურებელი ანგარიში შესვენებამდე მაინც დაფიქსირდა. გელაშვილმა ამჯერად ასისტენტობა გასწია და მისი გადაცემით გრიგალაშვილმა საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით ულამაზესი გოლი გაიტანა.
გულშემატკივარს მოწყენის მიზეზი არც მეორე ნახევარში მისცემია. კიდევ ერთი ეფექტური გოლი ვიხილეთ, ამჯერად უკვე "სპარტაკის" შესრულებით, რომლის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ჩინებული სოლორეიდით ოთხი მეურვე ჩამოიცილა და თავისიანებს თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩინა.

ორ წუთში გელაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, სპარტაკელთა იმედებს კი ცივი წყალი 72-ე წუთზე გადაესხა, როცა დავით ლომაიამ საკუთარ საჯარიმოში გიორგი ონიანი წააქცია და დვალმა პენალტით სამბურთიანი სტატუს კვო აღადგინა.

მანამდე "ზესტაფონის" მეკარე შეიცვალა - კვასხვაძემ თითი იტკინა და მის ნაცვლად მოედანზე ზურაბ მამალაძე გავიდა.

ცოცხლად ჩაერთო თამაშში რატი წინამძღვრიშვილი, რომელმაც, მართალია, მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ იხეირა, მაგრამ, სამაგიეროდ, დვალს ჰეთ თრიქის შესრულებაში დაეხმარა. ჯაბას პოკერის გახერხებაც შეეძლო, მაგრამ ძაგანიას, რომელიც, ხუთი ბურთის გაშვების მიუხედავად, სპარტაკელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვეღარ აჯობა.

ბოლოს მამალაძემ მეტრეველს არ მისცა ანგარიშში სხვაობის შემცირების საშუალება და "ზესტაფონმა" შაბათ საღამოს კიდევ ერთხელ გააკეთა საჩემპიონო, ხოლო დვალმა - სანაკრებო განაცხადი.

სატურნირო ცხრილი
ზესტაფონი 10 7 2 1 23 13 23
მეტალურგი 10 6 2 2 14 8 20
ბაია 10 6 1 3 15 7 19
ტორპედო 10 6 1 3 10 6 19
დინამო 10 6 1 3 20 12 19
მერანი 10 4 2 4 12 12 14
ვიტ ჯორჯია 10 4 2 4 10 12 14
გაგრა 10 4 1 5 12 13 13
დილა 10 3 1 6 14 16 10
კოლხეთი 10 2 3 5 7 13 9
სპარტაკი 10 1 4 5 6 15 7
სიონი 10 0 2 8 4 20 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეთანხმებით! ზესტაფონი საქართველოში ყველაზე გამართულ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და ღირსეული ჩემპიონიცაა. ეს იმის შედეგია, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ გრძელვადიანი პროექტები დააფინანსა და არ მოინდომა ერთ ან ორ წელიწადში გუნდის გაკეთება.
Giorgipirweli
09:24 25-10-2011
0
ჩემი აზრით ზესტაფონი ნაკრების საბაზო გუნდობას იმსახურებს განსაკუთრებით ნახევარდაცვა და თავდასხმა. საქართველოს ჩემპიონატი არც ისეთი დაბალი დონისაა როგორსაც ზოგიერთი წარმოაჩენს,თუმცა უკეთესი დაფინანსების შემთხვევაში დონე საგრძნობლად აიწევს.
malxazi
20:28 24-10-2011
0

სიახლეები პოპულარული