გოლი იყო, სანახაობა არა - ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1

AutoSharing Option
22.10. მცხეთა. მცხეთა პარკი. 200 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1
0:1 რ. გოცირიძე (76)

ვიტ ჯორჯია ტორპედო
4-2-3-1 4-5-1
ძაძამია მიგინეიშვილი
ხურცილავა დ. ფოფხაძე
ადამაძე ს. თოდუა
კასრაძე გამეზარდაშვილი
ღანიაშვილი გურული
ვასაძე დოლიძე
გურამ გურეშიძე გ. დათუნაიშვილი
კორიფაძე დიღმელაშვილი
ჯანელიძე დ. ბოლქვაძე
ზაქრაძე თარხნიშვილი
ჩიმაკაძე რ. გოცირიძე

მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ბერიძე გ. გეგუჩაძე

ვიტ ჯორჯია
73. ზაქრაძე - ჯუღელი
78. ვასაძე - სიხარულიძე
სათადარიგოები: რეჭია, გოგიაშვილი, მაისაშვილი, ოთარიშვილი, გიორგი გურეშიძე

ტორპედო
54. დოლიძე - იოსელიანი
64. ბოლქვაძე - საბანაძე
85. დიღმელაშვილი - კუხიანიძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ჩიკვილაძე, დ. კირკიტაძე

გაფრთხილება: დიღმელაშვილი (49), გურული (51), კასრაძე (62), ჯანელიძე
(67), საბანაძე (86)

არბიტრი: ჯ. ხორავა

წესით, ეს მატჩი ურიგო სანახავი არ უნდა გამოსულიყო, მაგრამ "მცხეთა პარკზე" მისულ მცირერიცხოვან გულშემატკივარს იმედები გაუცრუვდა და ყოვლად უსახური ფეხბურთის მომსწრე გახდა. შეხვედრის ყველაზე ლოგიკური ანგარიში ნულოვანი ფრე იქნებოდა, მაგრამ ბოლოსკენ სტუმრებმა იმარჯვეს და "ტორპედომ" გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ მესამე მატჩში მესამე გამარჯვება იზეიმა.

კომბინაციური ფეხბურთი ვერც "ვიტ ჯორჯიამ" შემოგვთავაზა და ვერც "ტორპედომ". სახიფათო მომენტებიც კანტიკუნტად იქმნებოდა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა "ტორპედომ" თამაში მალევე გაათანაბრა.

შესვენებამდე მეტოქეებმა რამდენიმე არცთუ მწვავე შეტევა გაცვალეს. მასპინძელთაგან კორიფაძის დარტყმაა გასახსენებელი, სტუმართაგან კი გოცირიძისა და ბოლქვაძის მცდელობები.

გარდამტეხი შესვენების შემდეგაც არაფერი მოხდებოდა, რომ არა "ვიტ ჯორჯიას" დაცვის შეცდომა, რითაც გამოცდილმა რევაზ გოცირიძემ კარგად ისარგებლა და ახლო მანძილიდან გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს კი გივი იოსელიანის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა.

დარჩენილ წუთებში ქუთაისელთა დაცვამ უშეცდომოდ იმოქმედა და "ტორპედო" ლიდერთა ჯგუფში კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდა.

მატჩის შემდეგ
ზურაბ ბერიძე ("ვიტ ჯორჯია"): "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით".

გია გეგუჩაძე ("ტორპედო"): "თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ, რამაც გაამართლა. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო და, ვფიქრობ, დღეს სამი ქულა დავიმსახურეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული