დინამო-გაგრა 3:0 - ცოტა ესპანური პასუხი ბევრ ქართულ კითხვაზე

AutoSharing Option
26.10. თბილისი. მ. მესხი. 300 მაყურებელი
დინამო-გაგრა 3:0
1:0 ჩისკო (48. კახელიშვილის პასით), 2:0 კოტო (71. პენ.), 3:0 ჩისკო (74. ოდიკაძის პასით)

დინამო გაგრა
4-3-3 4-4-1-1
ლორია სეფიაშვილი
ოდიკაძე ყურულაშვილი
ჰომოლა კალანდაძე
თომაშვილი ტყეშელაშვილი
რეხვიაშვილი ჯიშკარიანი
კვეკვესკირი ხუციძე
ალვარო ზ. ჩხეტიანი
ჯიღაური ნაკონეჩნი
კოტო შარიქაძე
კახელიშვილი გაბედავა
ჩისკო კვანტალიანი

მწვრთნელი მწვრთნელი
ა. გარსია ზ. ჯელაძე

დინამო
77. ჩისკო - თექთურმანიძე
82. თომაშვილი - ხოჭოლავა
85. კოტო - რობერტინიო
სათადარიგოები: ზარქუა, შ. კაშია, ლექვთაძე, იაგუე

გაგრა
54. ზ. ჩხეტიანი - ჯერემია
65. ხუციძე - ორდინსკი
სათადარიგოები: ბეგაშვილი, გაბუნია, ხოჯაშვილი, ჭკუასელი, ზვიადაძე

გაფრთხილება: ჰომოლა (57), თომაშვილი (63), ნაკონეჩნი
(70)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ "დინამოს" ქომაგთა თვალში რეაბილიტაცია სჭირდებოდა და ბოლოდროინდელი აშკარა პრობლემების მიუხედავად, ალექს გარსიას გუნდი მატჩის უპირობო ფავორიტადაც მიიჩნეოდა. "დინამომ" უსახურ პირველ ტაიმს შთამბეჭდავი მეორე ნახევარი მოაყოლა და ნავსი საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთით გატეხა.

გასახსენებელი შესვენებამდე ბევრი არაფერი მომხდარა. მასპინძლები იშვიათად ახერხებდნენ საქართველოს თასის მფლობელთა დაცვის შეწუხებას. ერთადერთი რეალური შანსი შესვენების წინ გიორგი კახელიშვილს მიეცა, მაგრამ მეკარის შეცდომით ვერ ისარგებლა და ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

მეორე 45 წუთი "დინამომ" გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა. დედაქალაქელები ტაიმის დასაწყისშივე დაწინაურდნენ - კახელიშვილის ფლანგურ გარღვევასა და ჩაწოდებას ჩისკომ ეფექტური ნახტომი და ულამაზესი გოლი დაურთო.

"გაგრა", რომელსაც "მეორე ნომრად" თამაში მანამდე ნორმალურად გამოსდიოდა, გათანაბრებას კი შეეცადა, მაგრამ გიორგი ლორიასთან პირისპირ გასული ნიგერიელი ჯერემიას მიერ გაცუდებული დარტყმის გარდა ვერაფერს გამორჩა.

სამაგიეროდ, "დინამო" ერთ ბურთს არ დასჯერდა და უპირატესობის განმტკიცებას შეეცადა, რაც დამაჯერებლად გამოუვიდა. ალვაროსა და ჩისკოს მიერ გაფუჭებულ მომენტებს მათი თანამემამულე კოტოს კუთხური მოჰყვა. "გაგრას" უკრაინელმა მიკოლა ნაკონეჩნიმ მდგომარეობის განმუხტვა სცადა, მაგრამ ბურთი ხელზე მოხვდა და მისი გუნდი პენალტით დაისაჯა. თერთმეტმეტრიანი კოტომ გამოიყენა - 2:0.

ბოლო სიტყვა ჩისკოსი იყო - ცენტრფორვარდად გამწესებულმა ესპანელმა დავით ოდიკაძის პასით პირველზე არანაკლებ ეფექტური გოლი გაიტანა და ჯაბა დვალსა და დიმიტრი ტატანაშვილთან ერთად უმაღლესი ლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.

მოკლედ, გუშინ "დინამოს" არაფერი გასჭირვებია, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონთა თაობაზე დაგროვებულ კითხვის ნიშნებს კი უფრო მკაფიო პასუხებს უახლოესი მატჩები გასცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული