"ზესტაფონს" როინ კვასხვაძე გამოაკლდა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ თბილისში "სპარტაკთან" მატჩისას როინ კვასხვაძემ ხელი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა. ერთი შეხედვით, "ზესტაფონის" მეკარის ტრავმა არცთუ საშიში იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კვასხვაძეს ხელის თითი აქვს მოტეხილი და ეროვნული ჩემპიონატის უახლოესი ტურები გაუცდება.

მოედანს იგი, სავარაუდოდ, ნოემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

შესაბამისად, კვასხვაძე ვერც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოცხადდება მოლდოვასთან ამხანაგური მატჩისთვის შეკრებაზე.

მის არყოფნაში "ზესტაფონის" კარს გუნდის კაპიტანი ზურაბ მამალაძე დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული