X ტური
მეტალურგი-მერანი
ამ მატჩში ორი პენალტი დაინიშნა და, ფანიაშვილის შეფასებით, ორივე მართებულად. პირველ ეპიზოდში მცველმა ბურთზე ხელით ითამაშა, მეორედ კი საჯარიმოში თამაშის წესები დაირღვა.
კოლხეთი-სიონი
არბიტრმა ლაინსმენის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან სიონელი გიორგი ოქროპირიძე გააძევა. ბოლნისელები ირწმუნებოდნენ, რომ იგივე გაიმეორა "კოლხეთის" მეკარე მინდია ბობღიაშვილმა, მაგრამ ფედერაციაში მატჩის ვიდეოჩანაწერი არ წარმოდგენილა
XI ტური
სიონი-მეტალურგი
ბოლნისელებს პრეტენზია მათ კარში დანიშნული ორივე თერთმეტმეტრიანზე ჰქონდათ.
"ორივე ეპიზოდი დეტალურად განვიხილეთ. პირველი პენალტი უდავოდ დასანიშნი იყო, მეორეზე კი ბევრი ვიმსჯელეთ და რისი თქმის საშუალებასაც ვიდეოჩანაწერი გვაძლევს, ის არის, რომ არბიტრმა ეს მომენტიც სწორად განსაჯა. ამ მატჩში იყო სხვა ეპიზოდებიც, რომელთა თაობაზეც მსაჯებთან ვიმსჯელეთ, მაგრამ ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა", - გვითხრა ფანიაშვილმა.
დინამო-გაგრა
სამაგიეროდ, არბიტრი პენალტის დანიშვნისას ამ მატჩში შეცდა. "გაგრას" უკრაინელმა მიკოლა ნაკონეჩნიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით უნებლიეთ ითამაშა და არა - განზრახ. ხელის მოძრაობა ბუნებრივი იყო და ის ბურთმა "მოძებნა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"