გაგრა-სიონი 0:0 - არც გოლი, არც სანახაობა

AutoSharing Option
6.11. თბილისი. მერანი. 600 მაყურებელი
გაგრა-სიონი 0:0

გაგრა სიონი
4-4-2 4-4-2
სეფიაშვილი ვ. ლობჟანიძე
ზ. ჩხეტიანი კობაური
კალანდაძე გ. ოქროპირიძე
ტყეშელაშვილი სვანიძე
ნ.ჯიშკარიანი გ. თარგამაძე
ხუციძე ისიანი
ყურულაშვილი ქუცურუა
შარიქაძე გაბრიჭიძე
სიჭინავა ფეიქრიშვილი
ჯერემია კემუხტაშვილი
კვანტალიანი რეხვიაშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ჯელაძე ლ. ბაჯელიძე

გაგრა
53. სიჭინავა - ხოჯაშვილი
64. ხუციძე - ზვიადაძე
70. კვანტალიანი - ჭოხონელიძე
სათადარიგოები: ბეგაშვილი, გაბუნია, ჭკუასელი, გაბედავა

სიონი
65. კემუხტაშვილი - უგულავა
90. ფეიქრიშვილი - კაციტაძე
სათადარიგოები: ზუხბაია, ალფაიძე, ხურციძე, აკ. ნოზაძე, ადამაშვილი

გაფრთხილება: კობაური (44), თარგამაძე (51), ჩხეტიანი (68), სვანიძე (75)

არბიტრი: ჯ. ხორავა

"სიონი" კვლავაც ბოლო ადგილზეა, მაგრამ აუცილებლად უნდა
ვთქვათ, რომ ლევან ბაჯელიძის ხელმძღვანელობით ბოლნისელები უფრო ხარისხიანადაც ათამაშდნენ და შედეგებიც შედარებით გაიუმჯობესეს. ბოლო სამი მატჩიდან "სიონს" ერთიც არ წაუგია, რაც ქვემოქართლელთა კატასტროფული სტარტის კვალობაზე საკმაოდ ნორმალური შედეგია.

ნაკლებად მოსალოდნელი იყო, დაახლოებით თანაბარი დონის მეტოქეთა დაპირისპირებაში რომელიმეს აშკარა უპირატესობა მოეპოვებინა და ასეც მოხდა. თამაში მთლიანობაში თანაბარი იყო, სანახაობა კი - დიდი ვერაფერი.

თუმცა გამარჯვებასთან "სიონი" უფრო ახლოს იყო, რადგან, მასპინძელთაგან განსხვავებით, სტუმრებმა რამდენიმე საგოლე შანსი გაუშვეს ხელიდან.

მატჩის დებიუტში "სიონის" დაწინაურება ვილი ისიანს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელ პოზიციაზე მდგომმა დარტყმა დააყოვნა და "გაგრა" გადარჩა. შესვენებამდე საყურადღებო მეტი არაფერი მომხდარა. ორივე მხარე ბევრს იბრძოდა, მაგრამ კარის გასაღებს ვერ პოულობდნენ.

მეორე ტაიმშიც მსგავსი სურათი ვიხილეთ, თუმცა, თუკი "გაგრას" შესრულებით დასამახსოვრებელი მხოლოდ ლევან შარიქაძის ჯარიმა იყო, "სიონს" ორი გაცილებით მწვავე მომენტი ჰქონდა - 67-ე წუთზე გიორგი ქუცურუამ, 71-ეზე კი შოთა გაბრიჭიძემ მიზანს სულ მცირედით ააცილეს.

საბოლოოდ, ფრე, რომელიც, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, არც "გაგრასთვის" არის დიდი მონაგარი და არც "სიონისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული