კოლხეთი-ზესტაფონი 15 ნოემბერს გაიმართება

AutoSharing Option
როგორც იცით, ეროვნული ჩემპიონატის გასულ ტურში "კოლხეთისა" და "ზესტაფონის" მატჩი ვერ ჩატარდა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძე" წვიმამ დატბორა.

არ ვიცით, როგორი ამინდი იქნება მომავალ კვირაში, მაგრამ იმედია, შეხვედრის გამართვა საშეჯიბრო კომიტეტის მიერ დადგენილ დღეს, 15 ნოემბერს მაინც მოხერხდება.

ორივე გუნდი მეტად მჭიდრო გრაფიკში მოექცევა, რადგან 20 ნოემბერს უმაღლესი ლიგის მორიგი ტურია. განსაკუთრებული დატვირთვა "ზესტაფონის" ფეხბურთელებს ექნებათ, რადგან საქართველოს ჩემპიონთა რიგებიდან ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში არაერთი ფეხბურთელია გამოძახებული.

ბუნებრივია, ძალაში დარჩება "კოლხეთი"-"ზესტაფონის" წინ დაწესებული დისციპლინარული სანქციები და
მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ფეროელთა მცველი ედიკ საჯაია გამოტოვებს.

20 ნოემბერს კი "კოლხეთი" ზუგდიდის "ბაიას" უმასპინძლებს, "ზესტაფონი" კი გორში დილას ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინ გამოდის დაზარალებული? ისევ ზესტაფონი. სადაა დომენტი რომ ეუბნებოდნენ ჯერ სტადიონები გააკეთე და მერე დაამატე გუნდებიო. პასუხისმგებლობა აიღო მაშინ და გვიპასუხოს ახლა
kapo
12:10 08-11-2011
0

სიახლეები პოპულარული