გუნდი იგებს, ხალხი ხარობს - მერანი-ვიტ ჯორჯია 3:0

AutoSharing Option
20.11. მარტვილი.ცენტრალური.1500 მაყურებელი
მერანი-ვიტ ჯორჯია 3:0
1:0 ტაპე (40.სუხიაშვილის პასით), 2:0 მანწკავა (43), 3:0 მანწკავა (53. ამბროლაძის პასით)

მერანი ვიტ ჯორჯია
4-4-2 4-2-3-1
შეროზია ძაძამია
კაკუშაძე ხურცილავა
ჟვანია გოგიაშვილი
შალიკაშვილი ადამაძე
სუხიაშვილი ღანიაშვილი
დიდავა გიორგი გურეშიძე
ე. გრიგალაშვილი ვასაძე
მანწკავა კორიფაძე
ჩალაძე გურამ გურეშიძე
ამბროლაძე ზაქრაძე
ტაპე ჩიმაკაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ა. ჩხაბერიძე ზ. ბერიძე

მერანი
61.ამბროლაძე-სამადაშვილი
65.ტაპე-კუჭუხიძე
79.ე.გრიგალაშვილი-წოწორია
სათადარიგოები: ჭაფოძე,ქამუშაძე,იატრო, შენგელია

ვიტ ჯორჯია
46.ზაქრაძე-სიხარულიძე
60.კორიფაძე-ვაშაკიძე
68.ვასაძე-მაისაშვილი
სათადარიგოები: რეჭია, კასრაძე, გეთიაშვილი, ჯუღელი

გაფრთხილება: ღანიაშვილი (85)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

მარტვილელებმა წლეულს უკვე ბევრჯერ გაგვაკვირვეს და "ვიტ ჯორჯიასთან" საშინაო დაპირისპირებაშიც ისინი იყვნენ ფავორიტები. მათ სასახელოდ უნდა ითქვას,
რომ ამჯერადაც ლაღი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშეს და დამაჯერებლადაც გაიმარჯვეს.

მასპინძლები დასაწყისშივე დაემუქრნენ ვიტელთა კარს: ჯერ მანწკავას დიაგონალური გადაცემის შემდეგ შეეძლო ლაშა ჩალაძეს გატანა, თუმცა საჯარიმოში მოულოდნელად წაიქცა, შემდეგ კი ამბროლაძე გასცდა რამდენიმე მცველს, ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და მერანელები კუთხურს დასჯერდნენ.

მე-13 წუთზე გრიგალაშვილს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. საპასუხოდ ვიტელებმაც შექმნეს მომენტები, მაგრამ რევაზ ღანიაშვილისა და გურამ ადამაძის (თავური) დარტყმები უზუსტო გამოდგა.

შემდეგ ისევ მარტვილელთა ჯერი დადგა და ტაიმის ბოლოს იხეირეს კიდეც: მოედნის ცენტრის სიახლოვიდან ელგუჯა გრიგალაშვილმა მარცხენა ფრთაზე მოძრავ ანზორ სუხიაშვილს გადააწოდა, მან კი გამჭოლი გადაცემით მოძებნა ტაპე, რომელმაც შანსი არ დაუტოვა ძაძამიას - 1:0. გაშვებულმა გოლმა ახალგაზრდა ვიტჯორჯიელები დააბნია, მარტვილელებმა კი თამაშის სადავეები სრულად იგდეს ხელთ და 43-ე წუთზე მათი შეტევა გოლით დასრულდა: ძალზე აქტიური დუეტის, გრიგალაშვილ-მანწკავას კომბინაცია უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, ნარიკოშეტალმა ბურთმა კი ბადე მეორედ შეარხია - 2:0.

მეორე ტაიმში სტუმრები ბევრს ეცადნენ, მაგრამ აშკარად აკლდათ კლასი. ახალშემოსული ირაკლი სიხარულიძე საკმაოდაც აქტიურობდა, თუმცა რეალური ხიფათის შექმნა ვერც მან მოახერხა.

53-ე წუთზე კი გიგა ამბროლაძემ ჩინებული პასით მოძებნა საჯარიმოს სიახლოვეს მყოფი გიორგი მანწკავა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად, ძლიერად დაარტყა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 3:0. აუცილებლად სათქმელია, რომ მანწკავას მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან გატანილი ეს ბურთი ტურში და ჩემპიონატში აქამდე გატანილთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა.

ამ გამარჯვებით "მერანმა" სერიოზული განაცხადი გააკეთა ზედა ეშელონში დასამკვიდრებლად. სხვათა შორის, მარტვილელები შინ კვლავაც დაუმარცხებლად ასპარეზობენ, 7 მატჩიდან 6 მოიგეს, "დილასთან" კი ფრედ ითამაშეს.

მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია (მერანი): დღევანდელი მატჩი ჩვენი კარნახით წარიმართა და სავსებით ლოგიკურად გავიმარჯვეთ. ჩემი აზრით, გუნდი თანდათან ამტკიცებს თავის რეალურ ძალას, ბიჭები იბრძვიან, ბოლომდე იხარჯებიან და შედეგიც მოდის.

ზურაბ ბერიძე
(ვიტ ჯორჯია): მინდა, მივულოცო "მერანს" გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ვფიქრობ, პირველი ტაიმი, ორბურთიანი სხვაობით წაგების მიუხედავად, ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული