ამ ვოიაჟის მიზეზი, კლუბის პრესსამსახურის განცხადებით, არის ის, რომ "ზესტაფონის" ბაზაზე თოვლი დევს, რის გამოც იქ ვარჯიში შეუძლებელი გახდა.
იმერლები საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოედანზე ვარჯიშობენ, 4 დეკემბრის მარტვილური მატჩისთვის კი დისკვალიფიცირებული ალექსი ბენაშვილი დააკლდებათ.
თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ზესტაფონელებმა ერთი მოთამაშე კი არა, შესაძლოა, მთელი მატჩი მოისაკლისონ. ყოველ შემთხვევაში, მარტვილში ამბობენ, სტადიონის საფარზე დადებული თოვლი
საქმეში გასარკვევად "ლელო" "მერანის" თავკაც მალხაზ ჟვანიას დაუკავშირდა.
- მოედანზე თოვლია, აღებას ვერ ვახერხებთ, თანაც, გუშინ საღამოს მოყინა, ამიტომ აქ თამაში გამორიცხულია. ნეიტრალურ მოედანზე თამაშს, ცხადია, შეთანხმება და მომზადება სჭირდება, ამის საშუალება კი ჩვენ არ გვაქვს, ასე რომ, თამაში, ალბათ, გადაიდება, - გვითხრა ჟვანიამ.
შეგახსენებთ: წლეულს მარტვილელებმა შინ მარცხი არ იციან და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ნეიტრალურ მოედანზე თამაში არ სურთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"