საფეხბურთო კლუბი "გაგრა" ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "გაგრას" პრეს-სამსახურის განცხადება.

გაზეთ "ლელოს" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "პრეზიდენტებო, უყიდეთ ფეხბურთელებს პამპერსი" (იხილეთ სტატია), სადაც საუბარი იყო იმ საქციელზე, რომელიც ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ჩაიდინეს საფეხბურთო კლუბ "გაგრას" ფეხბურთელებმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბი "გაგრა" უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:

პირველ რიგში, კლუბის ხელმძღვანელობა ბოდიშს იხდის იმ უმსგავსო საქციელის გამო, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა ლანჩხუთში, ფოთის "კოლხეთთან" კალენდარული შეხვედრის შესვენებისას.

ჩვენს მიერ დადგენილ იქნა იმ ორი ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაც ეს ქმედება ჩაიდინეს. მათ
დაეკისრათ ფულადი ჯარიმა და გამოეცხადათ სასტიკი საყვედური.

იმედი გვაქვს, რომ მსგავს შემთხვევას მომავალში ადგილი აღარ ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული