სიონი-დილა 0:3 - გასეირნება ბოლნისში

AutoSharing Option
18.12. ბოლნისი. თ. სტეფანია. 150 მაყურებელი
სიონი-დილა 0:3
0:1 დ. ჩაგელიშვილი (13. რაჟამაშვილის პასით), 0:2 დ. ჩაგელიშვილი (45. გ. თოდუას პასით), 0:3 პ. ხორგუაშვილი (60)
მე-60 წუთზე გ. თოდუამ ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი

სიონი დილა
4-4-1-1 4-4-2
ზუხბაია შეყრილაძე
გიორბელიძე ვ. ხორგუაშვილი
ვაშაგაშვილი ქარქუზაშვილი
გ. თარგამაძე ბაქრაძე
ადამაშვილი გველესიანი
ისიანი ჯოჯუა
ხურციძე პ. ხორგუაშვილი
ბააკაშვილი გოგინაშვილი
ყაველაშვილი რაჟამაშვილი
აკ. ნოზაძე ახალკაცი
უგულავა დ. ჩაგელიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
ლ. ბაჯელიძე თ. მახარაძე

სიონი
20. ადამაშვილი - ლ. ჩხეტიანი
46. უგულავა - ნინიკაშვილი
66. ყაველაშვილი - ორუჯოვი
სათადარიგოები: ხორავა, ხარჩილავა, აიუბოვი, აივაზოვი

დილა
32. ახალკაცი - გ. თოდუა
63.
პ. ხორგუაშვილი - ნემსაძე
74. რაჟამაშვილი - ჭითანავა
სათადარიგოები: მერლანი, ი. ლომიძე, ნ. ნოზაძე, სადაღაშვილი

გაფრთხილება: გიორბელიძე (40), ზუხბაია (59), ვაშაგაშვილი (78)
გაძევება: ნემსაძე (90)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

ძნელად თუ შევიტანდით ეჭვს იმაში, რომ "დილა" ბოლნისიდან სამ ქულას წაიღებდა - არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ამ ორი გუნდის კლასს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა, არამედ ჩემპიონატის ფორმატის გამოც. "სიონს" ხომ ზედა რვა გუნდში მოხვედრის ყოველგვარი შანსი დაკარგული აქვს, გორელები კი ამ მიზნისთვის გააფთრებით იბრძვიან.

ბოლნისელთა შემადგენლობას თუ გადახედავთ, თავადაც დარწმუნდებით, რომ "სიონის" სამწვრთნელო შტაბმა გუშინდელი მატჩის შედეგი თავიდანვე არად ჩააგდო და არა თუ გადახალისებული, არამედ, ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. სამი ფეხბურთელისთვის კი ეს შეხვედრა სულაც სადებიუტო იყო უმაღლეს ლიგაში.

თემურ მახარაძის გუნდი საქმეს თავიდანვე აქტიურად შეუდგა და სოლიდური უპირატესობა სწრაფ გოლში ასახა. "ზესტაფონში" გადასულმა დავით რაჟამაშვილმა, რომელიც "დილას" მაისურით უკანასკნელად თამაშობდა, მეკარესთან პირისპირ დავით ჩაგელიშვილი გაიყვანა, რომელსაც თავისიანების დაწინაურება არ გასჭირვებია.

გორელებმა იერიშები აქტიურად განაგრძეს და ანგარიშის გაზრდის რამდენიმე ხელსაყრელი შესაძლებლობაც გაუშვეს ხელიდან. ვლადიმერ ზუხბაიამ, რომელიც "სიონის" შემადგენლობაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, გია თოდუას, რაჟამაშვილსა და ჩაგელიშვილს არ გაატანინა. თუმცა ამ უკანასკნელმა დუბლის შესრულება პირველივე ტაიმში მოასწრო - მან თავი შეცვლაზე შესული თოდუას პასით გამოიჩინა და პირველი ნახევარიც დასრულდა.

ანგარიში გამანადგურებელი მას შემდეგ გახდა, რაც ზუხბაიამ საკუთარ საჯარიმოში ბურთი დაკარგა და იძულებული შეიქნა, თოდუა წაექცია. დაზარალებულის მიერ შესრულებული პენალტი მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას პავლე ხორგუაშვილმა დაასწრო - 0:3.

თოდუამ შეცდომის გამოსწორება არაერთხელ სცადა, მაგრამ ბურთი ხან ძელს გაარტყა, ხანაც კვლავაც მიზანმა უმტყუნა.

ტურის ყველაზე იოლად პროგნოზირებადი მატჩი კი ბოლნისელთა ორი გაცუდებული მომენტით (ისიანი, ხურციძე) და ვაჟა ნემსაძის გაძევებით დასრულდა. ამ უკანასკნელმა წითელი ბარათი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მიიღო.

* * *
საქართველოს ჩემპიონატის XVIII ტურის კიდევ ერთ მატჩში ზუგდიდის "ბაიასა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ფრედ - 1:1 დასრულდა.

18.12. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 400 მაყურებელი
ბაია-ტორპედო 1:1
0:1 თარხნიშვილი (49), 1:1 აფაქიძე (72)

ბაია ტორპედო
4-5-1 4-5-1
მაქაცარია მიგინეიშვილი
რიგვავა შერგელაშვილი
აფაქიძე ს. თოდუა
ქვარცხავა გამეზარდაშვილი
ნ. შონია დ. ფოფხაძე
ტყემალაძე დოლიძე
სიხარულია თარხნიშვილი
სამუშია დიღმელაშვილი
მგელაძე გ. დათუნაიშვილი
წურწუმია დ. ბოლქვაძე
ეხვაია რ. გოცირიძე

მწვრთნელი მწვრთნელი
ე. ქომეთიანი გ. გეგუჩაძე

ბაია
69. სამუშია - ფარჯიკია
85. სიხარულია - პაჭკორია
სათადარიგოები: ჯომიდავა, გამრეკლიძე, ვეკუა, ჟიშკარიანი, ენდელაძე

ტორპედო
64. დოლიძე - იოსელიანი
65. გოცირიძე - მეგრელაძე
80. დიღმელაშვილი - დ. ჯანელიძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, კუხიანიძე, საბანაძე

გაფრთხილება: გ. დათუნაიშვილი (52)
არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

юптп-ьлорежл 1:1

18.12. зугжтжт. юптпм юпзп. 400 ипсуоеюедт

0:1 апохнтшвтдт (49), 1:1 пфпбтые (72)

юптп ьлорежл

4-5-1 4-5-1

ипбпъпотп итгтнетшвтдт

отгвпвп шеогедпшвтдт

пфпбтые м. алжуп

бвпоъхпвп гпиезпожпшвтдт

н. шлнтп ж. флфхпые

ьсеипдпые жлдтые

мтхпоудтп апохнтшвтдт

мпиуштп жтйиедпшвтдт

игедпые г. жпаунптшвтдт

щуощуитп ж. юлдбвпые

ехвптп о. глътотые

ищвоанедт ищвоанедт

е. блиеатпнт г. гегучпые

юптп

69. мпиуштп - фпоцтктп

85. мтхпоудтп - рпяклотп

мпапжпотглеют: цлитжпвп, гпиоекдтые, векуп, этшкпотпнт, енжедпые

ьлорежл

64. жлдтые - тлмедтпнт

65. глътотые - иегоедпые

80. жтйиедпшвтдт - ж. цпнедтые

мпапжпотглеют: бвтдтаптп, фпоудпвп, кухтпнтые, мпюпнпые

гпфоахтдеюп: г. жпаунптшвтдт (52)

поютьот: и. юеубдтшвтдт

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული