"ვიტ ჯორჯია" მზადებას შეუდგა

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიას" სრულმა შემადგენლობამ 5 და 6 იანვარს სამედიცინო შემოწმება გაიარა, გუშინ კი ზურაბ ბერიძის გუნდი სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგა.

პირველ მოსამზადებელ ეტაპს "ვიტ ჯორჯია" 24 იანვრამდე მცხეთაში გაივლის და ამ დროის განმავლობაში სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

ვიტელთა რიგებში მომხდარ ცვლილებებზე მკითხველი უკვე ინფორმირებულია, მოსალოდნელია სხვა სიახლეებიც, რომელთაც უახლოეს დღეებში გაცნობებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული