"ზესტაფონმა" გოგა ბერაიაც გაიფორმა

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ზესტაფონმა" მეშვიდე ტრანსფერი განახორციელა - თბილისის "დინამოდან" გოგა ბერაია გადაიბირა. 27 წლის ნახევარმცველს საქართველოს ჩემპიონებმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ბერაიამ "დინამოში" ნახევარი წელიწადი გაატარა, მაგრამ მოედანზე, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ - მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშა, ისიც შეცვლაზე. მას "დინამოში" ფეხის მოკიდება გაუჭირდა, რისი მიზეზი ტრავმაც იყო.

"დინამომდე" ბერაია წლების განმავლობაში აზერბაიჯანში თამაშობდა, სადაც "ყარაბახის", "ქიაფაზისა" და "გაბალას" ღირსებას იცავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული