ალექსანდრე კვახაძემ რუსთავი ქუთაისზე გაცვალა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, კლუბი კიდევ ერთი ახალწვეულით გაძლიერდა - "ტორპედომ" 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა რუსთავის "მეტალურგის" ყოფილ მცველს, 27 წლის ალექსანდრე კვახაძეს.

კვახაძემ ქვემოქართლურ გუნდში 2010 წლიდან დღემდე 58 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 2005-10 წლებში იგი "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა. სულ მის ანგარიშზე 128 მატჩი და 7 გოლია.

კვახაძემ 11-ჯერ მოირგო ეროვნულ გუნდის მაისურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული