"ზესტაფონი" "ბენდელას" ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობს და 19 თებერვლამდე თბილისში დარჩება. სეზონს გიორგი ჭიაბრიშვილი სწორედ ამ დღეს განაახლებს "გაგრასთან" გასვლითი მატჩით.
"ზესტაფონი" ამ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. ზურგის ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს შოთა ბაბუნაშვილი. მის მსგავსად, დაახლოებით ერთი თვე გაუცდება გიორგი ხიდეშელსაც. "ზესტაფონის" მცველმა მუხლის ჯვარედინ მყესებზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა და ესპანურ შეკრებაზე ერთ საკონტროლო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამის შემდეგ ვარჯიშზე დაშავდა.
გაჩნდა
"ზესტაფონს" "გაგრასთან" სავარაუდოდ, ვერც თავდასხმის ლიდერი ჯაბა დვალი დაეხმარება, რომელიც ასევე ესპანეთში დაშავდა და "კრილია სოვეტოვთან" ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში ვერ ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"