გიორგი ლორია: თბილისის "დინამოსთვის" ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის XX ტურის ცენტრალური მატჩის წინ, რომელშიც "მეტალურგი" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებსინტერნეტკაზინო ლარივინი, სტუმართა გუნდის 26 წლის მეკარეს გიორგი ლორიას ვესაუბრეთ.

- ვინ შეიძლება მივიჩნიოთ მატჩის ფავორიტად?
- ვფიქრობ, არავინ. ერთი შეხედვით, წარმატების შანსი ორივე გუნდს აქვს, მაგრამ მე "დინამოსი" მჯერა და ვფიქრობ, რომ რუსთავში სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ. ისეთი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს, რომ თითოეულ დარჩენილ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება გვაძლევს ხელს.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასია.

- შეძლებს "დინამო" ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელის გარეშე წარმატების მიღწევას?
- დანაკლისი
მართლაც დიდი გვაქვს, მაგრამ ვალდებულები ვართ, ამ უსიამოვნო სიტუაციას მოვერიოთYდა მოედანზე რა შემადგენლობითაც ვიქნებით, იმ კონტინგენტით მივაღწიოთ მიზანს.

- "დინამოსთვის", ალბათ, უმჯობესი იქნებოდა, სეზონი "სიონთან" მატჩით განეახლებინა...
- რა თქმა უნდა, ასე აჯობებდა, მაგრამ თოვლის გამო შეხვედრა გადაიდო. "სიონთან" მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ ექნებოდა და "მეტალურგთან" დაპირისპირების წინ საკუთარ სტადიონზე კარგი რეპეტიცია გამოგვივიდოდა. თუმცა კალენდარს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, ვალდებულები ვართ, საკუთარი ძალა ნებისმიერ ვითარებაში ვაჩვენოთ.

- ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში რამდენად მისაღებია დინამოელებისთვის?
- ჩვენ ბუნებრივ მინდორზე თამაში გვირჩევნია, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. ისე მოხდა, რომ უამინდობის გამო ხელოვნურ საფარზე მოგვიწია მომზადება და კარგად დაემთხვა, რომ მას სწორედ რუსთავში სტუმრობის წინ გავუშინაურდით. ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო, ნაკლებად მგონია, რომ თამაში სანახაობრივი გამოდგეს, თუმცა დაძაბულობა ნამდვილად იქნება, რაც ცოტა ნამდვილად არ არის.

- "დინამოსა" და "მეტალურგის" ბოლო დაპირისპირებაში რუსთაველებმა გაიმარჯვეს...
- ეს მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე და თანაგუნდელებს ტრიბუნიდან ვქომაგობდი. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ დაგვჯაბნა, მეტად რომ გაგვმართლებოდა, ჩვენ მოვიგებდით.

- შეგიძლია თქვა, რომ "დინამომ" ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით გამოწვეული წნეხი დაძლია?
- ნამდვილად ასეა, ძველი უსიამოვნებები წარსულში დარჩა და მომავლის იმედი გვაქვს. გიორგი დევდარიანის მუშაობის სტილს იოლად ავუღეთ ალღო და გვჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით "დინამო" ბევრს მიაღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული