ზესტაფონი-ბაია 1:0 - ჩემპიონთა გვიანი, მაგრამ ლოგიკური გამარჯვება

AutoSharing Option
"ზესტაფონს" ამ მატჩში კვლავ აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი. საქართველოს ჩემპიონთა ლაზარეთს ბოლო მომენტში თემურ ღონღაძეც დაემატა, თუმცა მცირე ხნით - მან 22 თებერვალს სიცხის გამო ვერ ითამაშა.

სამაგიეროდ, "ზესტაფონს" ერთ-ერთი ლიდერი შოთა გრიგალაშვილი დაუბრუნდა და უმალ თქვა თავისი სიტყვა - მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში საჯარიმო დარტყმით გაიტანა და ზესტაფონელი ქომაგები შვებით ამოასუნთქა, თავის გუნდს კი მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. "ზესტაფონმა" მოედნის ცენტრი თავიდანვე მოიპოვა, თუმცა მის ფეხბურთელებს
შეტევის დასკვნით ფაზაში სიზუსტე აკლდათ.

ამის მიუხედავად, შესვენებამდე "ბაია" გოლს ორჯერ ბეწვზე გადაურჩა - დავით მუჯირმა და დავით რაჟამაშვილმა ბურთი სტუმართა კარის ძელს გაარტყეს.

პირველი ტაიმის ბოლოს რაჟამაშვილმა ფეხი იტკინა და შესაცვლელი შეიქნა, თუმცა ერთი შეხედვით, მისი ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს.

"ბაიას" კარის ძელი "ზესტაფონმა" მეორე ტაიმშიც მოსინჯა - თორნიკე გორგიაშვილმა ლევან შარიქაძის გადაცემა მიიღო და ანგარიშის გახსნამდე მცირედი დააკლდა.
თავად შარიქაძემ, რომელიც მოედანზე მყოფთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მიზანს მცირედით ააცილა.

"ზესტაფონს" სხვა მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ მათი აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ, ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდებზე კი უკვე გიამბეთ.

თავის მხრივ, ძელმა "ზესტაფონსაც" უშველა, უფრო ზუსტად კი, გიორგი ონიანი ავტოგოლისგან იხსნა.

გრიგალაშვილის გოლზე უკვე გიამბეთ, შეხვედრის მიწურულს კი "ბაია" ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო - ონიანმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, თუმცა დამატებაზე გიორგი გაბედავა სამი მეტრიდან ურტყამდა და "ზესტაფონი" ალოგიკური ფრესგან როინ კვასხვაძემ სასწაულებრივი ნახტომით გადაარჩინა.

მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და "ზესტაფონმა" არაოპტიმალური შემადგენლობით კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ჩემპიონატს ამხელა სხვაობით სრულიად ლოგიკურად ლიდერობს.

საქართველოს ჩემპიონატი XIX (გამოტოვებული) ტური
22.02. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 200 მაყურებელი
ზესტაფონი-ბაია 1:0
1:0 შ. გრიგალაშვილი (80)

ზესტაფონი ბაია
4-4-2 4-5-1
რ. კვასხვაძე სომხიშვილი
თ. გრიგალაშვილი პაჭკორია
გ. ონიანი ლ. ტყებუჩავა
მ. კობახიძე ტყემალაძე
ელიავა აკობია
რაჟამაშვილი კუკავა
გორგიაშვილი კუტალია
მენთეშაშვილი აფაქიძე
შარიქაძე სიხარულია
მუჯირი ენდელაძე
წინამძღვრიშვილი ეხვაია

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. ჭიაბრიშვილი გ. ტყებუჩავა

ზესტაფონი
43. რაჟამაშვილი - შ. გრიგალაშვილი
51. მენთეშაშვილი - სამუშია
67. მუჯირი - ს. ლომია
სათადარიგოები: მამალაძე, საჯაია, გაგოშიძე, გ. ბერაია

ბაია
24. ეხვაია - გაბედავა
52. აფაქიძე - ქვარცხავა
68. ენდელაძე - შ. ლომია
სათადარიგოები: მაქაცარია, აქუბარდია, ახვლედიანი, ფარჯიკია

გაფრთხილება: ლ. ტყებუჩავა (42), გ. ონიანი (83)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 20 15 3 2 39-15 48
2.ტორპედო 20 13 2 5 31-17 41
3.დინამო 20 12 3 5 37-22 39
4.მერანი 20 9 3 8 22-23 30
5.მეტალურგი 19 8 6 5 21-20 30
6.ბაია 20 7 4 9 19-21 25
7.კოლხეთი 20 6 6 8 19-24 24
8.ვიტ ჯორჯია 20 6 6 8 21-24 24
9.სპარტაკი 20 6 5 9 18-25 23
10.გაგრა 20 6 3 11 20-29 21
11.დილა 19 5 4 10 23-25 19
12სიონი 20 1 5 14 11-36 8

მომდევნო ტური
26 თებერვალი
დილა-გაგრა
დინამო-ბაია
მერანი-მეტალურგი
ზესტაფონი-სპარტაკი
ტორპედო-ვიტ ჯორჯია
სიონი-კოლხეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული