გიორგი გაბედავას შანსი

AutoSharing Option
22 თებერვალს "ზესტაფონის" წინააღმდეგ "ბაიას" შემადგენლობაში გიორგი გაბედავამ ითამაშა. ეს მისთვის ზუგდიდელთა მაისურით პირველი მატჩი იყო.

ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე 22 წლის თავდამსხმელმა რამდენიმე დღის განმავლობაში "ბაიასთან" ერთად ივარჯიშა, თუმცა შემდეგ თურქეთს მიაშურა, სადაც ყაზახურ "ქაისარში" ცდილობდა დამკვიდრებას. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მას ეს არ გამოუვიდა და ზუგდიდში დაბრუნდა.

გაბედავა "გაგრას" საკუთრებად რჩება და "ბაიაში" სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. მიმდინარე ჩემპიონატში მან "გაგრას" შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

მას შეეძლო, "ზესტაფონთან" შეხვედრის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მატჩის მიწურულს რეალური
საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და "ბაიას" ფეხბურთელის რანგში საგოლე ანგარიშის გახსნა შემდგომისთვის გადადო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული