გორის "დილამ" რუსთავის "მეტალურგი" 3:1 დაამარცხა

AutoSharing Option
1 მარტს მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XX ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გორის "დილამ" რუსთავის "მეტალურგი" მიიღო და 3:1 დაამარცხა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებული თემურ მახარაძის გუნდისთვის, რომელმაც მიზნად ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა დაისახა, ამ მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

რუსთავის "მეტალურგთან" მატჩში გორელებმა საქმე წინ პირველსავე ტაიმში წაიგდეს, როდესაც 35-ე წუთზე რეზო ჯიქიას, 43-ეზე კი ირაკლი ლექვთაძის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ.

მახარაძის გუნდმა რუსთაველთა კარის აღება მეორე ტაიმშიც შეძლო. 61-ე წუთზე თავი გიორგი კახელიშვილმა გამოიჩინა
და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. ერთადერთი, რასაც კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები გახდნენ, შეხვედრის მიწურულს რევაზ გეწაძის გატანალი პრესტიჟის გოლი იყო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გორში დილაა ... და ... რუსთავში მზე ჩაესვენა მგონი ამ სეზონში :)
გიზო
23:52 01-03-2012
0
მეშვიდე და მერვე კი არა, მექვსეზე გადაინაცვლეს (მეტი მოგების პრინციპით)
jaba
23:30 01-03-2012
0

სიახლეები პოპულარული