ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაძლიერებული თემურ მახარაძის გუნდისთვის, რომელმაც მიზნად ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა დაისახა, ამ მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
რუსთავის "მეტალურგთან" მატჩში გორელებმა საქმე წინ პირველსავე ტაიმში წაიგდეს, როდესაც 35-ე წუთზე რეზო ჯიქიას, 43-ეზე კი ირაკლი ლექვთაძის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ.
მახარაძის გუნდმა რუსთაველთა კარის აღება მეორე ტაიმშიც შეძლო. 61-ე წუთზე თავი გიორგი კახელიშვილმა გამოიჩინა