ასე რომ, თუ საქართველოში კიდევ არ მოთოვა, მეორე ეტაპი მომავალ უქმეებზე დაიწყება.
მეორე ეტაპის რეგლამენტს მოკლედ შეგახსენებთ - უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო კლუბი ჩემპიონობისა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ორ წრედ გააგრძელებს და მათ მხოლოდ ის ქულები შეუნარჩუნდებათ, რომლებიც ერთმანეთთან ბრძოლაში დააგროვეს. უმაღლესი ლიგის ქვედა ოთხი კლუბი კი ოთხ საუკეთესო პირველლიგელთან ერთად ასევე ორ წრედ
რაც შეეხება კალენდარს, მას მეორე ეტაპის დაწყებამდე შემოგთავაზებთ, თუმცა ახლავე შეგვიძლია გითხრათ, რომ ზედა რვა გუნდისგან შემდგარი გათამაშების პირველი ტური ასეთი იქნება: პირველადგილოსანი უმასპინძლებს მერვეადგილოსანს, მეორეადგილოსანი - მეშვიდეადგილოსანს, მესამეადგილოსანი - მეექვსეადგილოსანს, მეოთხეადგილოსანი - მეხუთეადგილოსანს.
ანალოგიური პრინციპით შედგება უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი რვაგუნდიანი გათამაშების კალენდარის პირველი ტურიც.
საქართველოს თასის ნახევარფინალის წილისყრა კი 7 მარტს გაიმართება. წილისყრა განთესვის გარეშე ჩატარდება.
შეგახსენებთ, თასისთვის ბრძოლას "ზესტაფონი", "გაგრა", რუსთავის "მეტალურგი" და გორის "დილა" განაგრძობენ. ნახევარფინალები ორრაუნდიანი იქნება და ოთხივე შეხვედრა აპრილში გაიმართება.
უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი 6 მარტს სრულდება და 7-ში ნახევარფინალური სათასო წყვილების გარდა, ჩემპიონატის მეორე ეტაპის სრული კალენდარიც გვეცოდინება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"