საქართველოს ჩემპიონატი ბუნების წყალობის იმედზეა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის ბოლო ტური 6-იდან 8 მარტამდე იმიტომ გადასწია, რომ დიდთოვლობის გამო ზუგდიდში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო.

სხვა სტადიონებზე პრობლემა საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მართებული გახლდათ - რაკი ჩემპიონატის ზედა რვა გუნდში მოსახვედრად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, ყველა შეხვედრა ერთდროულად უნდა დაიწყოს და ყველა კლუბი თანაბარ მდგომარეობაში იყოს.

დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ზუგდიდში და სახარბიელო პასუხი ვერ მივიღეთ - "ბაიას" საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე კვლავ თოვლი დევს, რასაც ყინვაც ემატება. გამორიცხული არ არის,
8 მარტისთვის მოედანი, ავად თუ კარგად, მაინც მოიყვანონ სათამაშო კონდიციაში, თუმცა საგანგაშო ის არის, რომ ზუგდიდში კიდევ თოვაა მოსალოდნელი.

დრო კი აღარ ითმენს. უეფას მოთხოვნით, სეზონი დადგენილ ვადებში უნდა ჩატარდეს, ტურის კიდევ გადადება კი, ფაქტობრივად, უკვე შეუძლებელი ხდება. არც ის იქნება სამართლიანი, "ბაიამ" მარტვილის "მერანთან" პრინციპული მატჩი სხვა ქალაქში ჩაატაროს...

ერთი სიტყვით, იმისთვის, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ შეიქმნას, ბუნების წყალობაა აუცილებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული