ვიტ ჯორჯია-მერცხალი 2:0 - სტანდარტული გამარჯვება

AutoSharing Option
12.03. მცხეთა პარკი. 100 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-მერცხალი 2:0
გოლები: 1:0 გოგიაშვილი (57), 2:0 ჯანელიძე (77.პენალტით)

ვიტ ჯორჯია (4-2-3-1) მერცხალი (4-4-2)
რეჭია ოდიშარია
დ.ხურცილავა ხაჩიძე
გოგიაშვილი ქობულაძე
კასრაძე ბაჯელიძე
ღანიაშვილი ტუღუში
ვასაძე ტაკიძე
გურ.გურეშიძე დ.ვაშაკიძე
კორიფაძე ტყეშელაშვილი
გ.ჯანელიძე კალანდაძე
ზაქრაძე ვარდუაშვილი
ჩიმაკაძე ათუაშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ.კოჭლაშვილი ხ.ჩხატარაშვილი

ვიტ ჯორჯია
46.ზაქრაძე-კუხალეიშვილი
80.კორიფაძე-გ.ვაშაკიძე
85.ჯანელიძე-ჯაყელი
სათადარიგოები: დაუშვილი,ვ.ხურცილავა,დავლაშელიძე,ჯუღელი

მერცხალი
46.ათუაშვილი-ხურციძე
62.დ.ვაშაკიძე-ს. ჩიგოგიძე
სათადარიგოები: ა.ლორია, ჩხატარაშვილი, გია გოგუა
გაფრთხილება: ტუღუში (15), ტაკიძე (62)
არბიტრი: ა.კრიჭაშვილი

"მცხეთა პარკზე "მოულოდნელად მოსული თოვლის მიუხედავად, "ვიტ ჯორჯიასა" და "მერცხალის" დაპირისპირება მაინც შედგა. მთელი მატჩის განმავლობაში პრაქტიკულად შეუჩერებლად თოვდა, რამაც რასაკვირველია, შეხვედრაზეც იქონია გავლენა.

საწყის
წუთებში მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ორივე გუნდის ფეხბურთელებმა შექმნეს: სტუმართა კარს ჯერ ბესიკ ჩიმაკაძე დაემუქრა, ხოლო მოგვიანებით კი თეიმურაზ ვარდუაშვილის შორეული დარტყმული მოიგერია მეკარემ.

ცოტა ხანში გიორგი ჯანელიძის რეიდის შემდეგ თავის გამოჩენის იდეალური შანსი მიეცა მეკარესთან მარტო დარჩენილ ჩიმაკაძეს,რომელსაც დავით ოდიშარიამ აჯობა.
აქვე ვთქვათ ისიც, რომ ორი გაშვებული ბურთის მიუხედავად, ეს უკანასკნელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

თუ პირველი ტაიმი შედარებით თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და სტუმრები დროდადრო სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. შესვენების შემდეგ სურათი რადიკალურად შეიცვალა, მოედნის ბატონ-პატრონები მთლიანად მასპინძლები გახდნენ. ისინი გააქტიურდნენ და შედეგიც მალევე მოიმკეს: ახლად შემოსული ლევან კუხალეიშვილის აქტიურობას კუთხური მოჰყვა, სტანდარტული მდგომარეობისგან შექმნილი არეულობით ვიტელთა მცველმა ჯემალ გოგიაშვილმა ისარგებლა, რომელმაც დააწინაურა თავისიანები -1:0.

"ვიტ ჯორჯიამ" გატანილი გოლის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად და მწვავედ შეუტია. ბევრს მოძრაობდა ჩვენ მიერ უკვე ნახსენები კუხალეიშვილი, რომელიც ჯანელიძესთან ერთად ამ მატჩის გმირად შეიძლება მივიჩნიოთ.

77-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს: საჯარიმოში სტუმართა მცველებმა უხეშად ითამაშეს, რასაც თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი კი გოლად გიორგი ჯანელიძემ აქცია.

"ვიტ ჯორჯიას" ანგარიშის გაზრდაც შეეძლო: გურამ გურეშიძის დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა. დარჩენილ დროში კი არაფერი მომხდარა ისეთი, ოზურგეთელებს თამაშის გადარჩენის შანსი რომ მისცემოდათ.

აი, ასეთი წარმატებული გამოდგა მერაბ კოჭლაშვილის დაბრუნება მშობლიურ გუნდში. შეგახსენებთ, რომ მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახლახან გათავისუფლებული ზურაბ ბერიძე შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული