დილა-მეტალურგი 0:1 - მძიმე სურათი

AutoSharing Option
16.03. ბასა. 600 მაყურებელი
დილა-მეტალურგი 0:1
0:1 სიხარულიძე (83)

დილა მეტალურგი
4-5-1 4-5-1
სკენდერი ბედიაშვილი
ბეჭვაია ს. თოდუა
ქარქუზაშვილი გ. კვარაცხელია
ინწკირველი მახვილაძე
მეგრელიშვილი ლ. ჯაფარიძე
კახელიშვილი თექთურმანიძე
არზიანი ქავთარაძე
კანდელაკი ი. მაისურაძე
კაშია რაზმაძე
ლექვთაძე გავაშელიშვილი
ჯიქია სიხარულიძე

მწვრთნელი მწვრთნელი
თ. მახარაძე კ. ჟორჟიკაშვილი

დილა
46. არზიანი - ბ. ჯაფარიძე
63. კახელიშვილი - ახალკაცი
71. რ. ჯიქია - ილურიძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ალადაშვილი, ნ. ნოზაძე, გურული

მეტალურგი
59. თექთურმანიძე - ტატანაშვილი
59. ქავთარაძე - სეთურიძე
73. გავაშელიშვილი - გეწაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ექვთიმიშვილი, მოდებაძე, ჭედია

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

რატომღაც გვეგონა, რომ ტურის ცენტრალურ მატჩს ელფერს მხოლოდ
მისი ჩატარების ადგილი დაუკარგავდა, მაგრამ სამწუხაროდ, "ბასაზე" ღირებული საერთოდ ვერაფერი ვიხილეთ.

"დილა" უჩვეულოდ ინერტული იყო, "მეტალურგი" კი მეორე ტაიმში გამოცოცხლდა და შეხვედრის მიწურულს მომწიფებული და მოსალოდნელი გოლიც გაიტანა - ირაკლი მაისურაძის ძლიერი დარტყმა ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა.

თამაშმა, ფაქტობრივად, ბრძოლისა და ემოციის გარეშე ჩაიარა. ვფიქრობთ, ეს მატჩი მიმოხილვას საერთოდ არ იმსახურებს. იმედი ვიქონიოთ, მიმდინარე ჩემპიონატში მსგავს სურათს მომავალში ნაკლებად ვიხილავთ, თუმცა ამის დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს.

მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის მიწურულს "დილამ" "მეტალურგს" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აართვა, 16 მარტს გამარძთულ მატჩამდე მცირე ხნით ადრე კი უცხოურმა ტოტალიზატორებმა წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად "მეტალურგი" დაასახელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მკვდარია კარტული პეხბურტი გასვალეტ ტამასჰები ორივე უნდა დაისაჰოს დომენტიიიიიიიიიიი
paata
11:55 17-03-2012
0
უნდა გავათრიოთ ეს ფარისეველი მათხოვრები ფედერაციიდან, მათი დამსმელები ხელისუფლებიდან და ჩავატაროთ დასაწყისისთვის არჩევნები, თუ გვინდა ქართულ ფეხბურთს რამე ეშველოს. შსს კიდე გორის დილადან უნდა გავათრიოთ.
suxora
00:59 18-03-2012
0

სიახლეები პოპულარული