ჩემპიონთა რიგებში 20 წლის ნიგერიელი ფორვარდი გამოჩნდა. 20 წლის ოვი შედრაკი უკვე სამი დღეა, რაც ზესტაფონში იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
იმერლების რიგებში ფორვარდის მიყვანის აუცილებლობა იმითაა განპირობებული, რომ ნიკოლოზ გელაშვილმა გუნდი დატოვა, ახლად შეძენილ ოვონიკოკოს კი ჯერ ტრავმები საბოლოოდ არ მოუშუშებია, რატი წინამძღვრიშვილი სათანადო ფორმაში არ იმყოფება და "ზესტაფონი", ფაქტობრივად, მხოლოდ ჯაბა დვალის იმედადაა.
ნიგერიელი ფორვარდი ფიზიკურად ტანმაღალი და ძლიერია. მას რამდენიმე დღე კიდევ დააკვირდებიან და შემდეგ მიიღებს გუნდის სამწვრთნელო შტაბი მისი დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
13:53 27-03-2012
"ზესტაფონი" ნიკა გელაშვილის შემცვლელად ნიგერიელ ფორვარდს განიხილავს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული