გუკშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დროს გაშიშვლება აუკრძალეს

AutoSharing Option

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები ადგილობრივი გულშემატკივრების გამომწვევი საქციელით შეშფოთებულნი არიან.

ჩემპიონატის დაწყებამდე გამართული ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის დროს გულშემატკივარი გოგონები არც კამერებს მოერიდნენ და არც მათ გარშემო მყოფ მამაკაცებს - საკუთარი შიშველი მკერდი მთელ მსოფლიოს უჩვენეს.

ამ ფაქტის გამო საორგანიზაციო კომიტეტმა ქალბატონებს გაშიშვლება აუკრძალა, რადგან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი არა მხოლოდ ზრდასრული აუდიტორიისთვის, არამედ პატარა გულშემატკივრებისთვისაც იმართება, წერს Life Sports.

კომიტეტის გადაწყვეტილებაზე გავლენა ტელეკომპანიების მოთხოვნამაც მოახდინა, რომლებიც ამგვარი პერფორმანსების აკრძალვას ითხოვენ. ჩემპიონატს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ისეთ დროს აჩვენებენ, როდესაც ტელეეკრანებს არასრულწლოვნებიც უყურებენ.

მრავალ ქვეყანაში კი მამაკაცებს, რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, საერთოდ ეკრძალებათ შიშველი ლამაზმანის ცქერა.

ამგვარ აკრძალვას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩდნენ - მრავალ ქვეყანაში ფეხბურთის მატჩების დროს გულშემატკივართა გაშიშვლება ერთგარ ტრადიციადაც კი იქცა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული