ეროვნული ჩემპიონატი: დაძაბული აპრილის მოლოდინში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მე-5 ტურის მატჩები, წესით, 1 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ რადგან ხუთშაბათს რამდენიმე გადადებული შეხვედრა ჩატარდა, რის გამოც მორიგმა ტურმა ორშაბათისთვის გადაიწია.

ტურის ვრცელ წინათქმას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ახლა კი მხოლოდ 2 აპრილის წყვილებს გეტყვით:

პლეი ოფი
მეტალურგი-ტორპედო
დინამო-კოლხეთი
ბაია-ზესტაფონი
დილა-მერანი
პლეი აუტი
გაგრა-მერცხალი
სიონი-სპარტაკი
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია
ბათუმი-გურია

როგორც ხედავთ, ტურის ცენტრალური მატჩი რუსთავში გაიმართება "მეტალურგსა" და "ტორპედოს" შორის.

საერთოდ, აპრილი ძალიან დატვირთული თვე იქნება და სწორედ ეს დაძაბული გრაფიკი გვიჩვენებს, რომელ უმაღლესლიგელს რის ძალა შესწევს. დიდია იმის
ალბათობა, რომ სადღაც აპრილის ბოლოსკენ საქართველოს ჩემპიონიც გამოვლინდეს.

მე-6 ტური კი ასევე ძალიან მალე, 6 აპრილს ჩატარდება. ამ დღის ცენტრალური დაპირისპირება "დინამო"-"მეტალურგი" იქნება, რომელიც ასევე ძალიან ბევრს გადაწყვეტს.
10 აპრილს საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური მატჩებია - "ზესტაფონი" "მეტალურგს" უმასპინძლებს, "გაგრა" კი - "დილას". ამავე დღეს ჩემპიონატის გადადებულ მატჩში "ტორპედო" "მერანს" შეხვდება.

15 აპრილს აღდგომაა, 14-ში კი მეორე ეტაპის პირველი წრე სრულდება.

18 აპრილს განმეორებითი სათასო შეხვედრებია, ჩემპიონატში კი აპრილის ბოლომდე კიდევ ორი ტურია - 21-22 და 28-29 რიცხვებში.

ერთი სიტყვით, აპრილი მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრ რამეს გაარკვევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული