ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 2:0 - დამაჯერებელიც, დამსახურებულიც

AutoSharing Option
02. 04. საჩხერე. ცენტრალური. 800 მაყურებელი
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 2:0
1:0 ნ. კვასხვაძე (27), 2:0 დეკანოიძე (45)

ჩიხურა ვიტ ჯორჯია
რ. თევდორაძე დაუშვილი
მურველაშვილი დავლაშელიძე
გუშარაშვილი კასრაძე
ლ. ჭელიძე გოგიაშვილი
სალარიძე ღანიაშვილი
ძამსაშვილი გურამ გურეშიძე
ზაბახიძე ვასაძე
ნ. კვასხვაძე კორიფაძე
დეკანოიძე გ. ჯანელიძე
კირკიტაძე ზაქრაძე
ფიფია ჩიმაკაძე
მწვრთნელი: ს. ფრუიძე მწვრთნელი: მ. კოჭლაშვილი

ჩიხურა
81. დეკანოიძე - მუმლაძე
86. ფიფია - ლილუაშვილი
90. კვასხვაძე - ბერიანიძე
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ლ. ნოზაძე, ჩიკვაიძე, ბაკურაძე

ვიტ ჯორჯია
46. გოგიაშვილი - გ. ვაშაკიძე
62. ზაქრაძე - ლობჯანიძე
სათადარიგოები: სვანაძე, ნ. იაშვილი, ჯაყელი, ჯუღელი, კუხალეიშვილი
არბიტრი: ხ. გაგნიძე

სტუმარმა "ვიტ
ჯორჯიამ" პირველ ტაიმში, გუნდური "ყრუ" დაცვის გარდა, ვერაფერი დაუპირისპირა "ჩიხურას" შემართებას. ამიტომაც თავი პირველად მხოლოდ 27-ე წუთზე მეტოქის კარში უღიმღამო დარტყმით დაგვამახსოვრა.

"ჩიხურა" კი პირიქით, გუნდურად უტევდა და განუწყვეტლივ "ბომბავდა" მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნის მისადგომებს, რომელთაგან ორი კარში "აფეთქდა".

37-ე წუთზე ფიფიას ზუსტი პასით უნაკლო გოლი გაიტანა ნიკოლოზ კვასხვაძემ, ხოლო პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ბესიკ დეკანოიძის უძლიერეს დარტყმას ვერაფერი მოუხერხა მეკარემ. მეორე ტაიმი პირველის ანალოგი იყო, თუმცა მეტი გოლი არ გასულა.

"ვიტ ჯორჯიამ" ძალზე იშვიათი, ქაოტური გაბრძოლებებით ტაიმის შუაგულში სამი დარტყმით გამოაფხიზლა მანამდე უქმად მყოფი "ჩიხურას" მეკარე, რომელთაგან ამ უკანასკნელმა ორი იოლად აიღო, ერთი კი გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე.

უმადურობა იქნება არ აღინიშნოს მთელი გუნდის, განსაკუთრებით კი, დათო კირკიტაძის, გოგი ფიფიას და ბესიკ დეკანოიძის მონდომება.

ობიექტური და დამაჯერებელი იყო მსაჯი ხვიჩა გაგნიძეც.

ამ გამარჯვებით "ჩიხურა" ლიდერსაც დაეწია და სამომავლო განწყობაც გაიძლიერა.

მატჩის შემდეგ
მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ ჯორჯია"): "დაძაბული და ძნელი თამაში გვქონდა. რატომღაც ჩემი გუნდი აირია. ეს ალბათ, მოწინააღმდეგის თავდადებამაც განაპირობა. ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ მომავალი წინაა და გამოვასწორებთ.

"ჩიხურა" კარგი გუნდია. ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას".

სოსო ფრუიძე ("ჩიხურა"): "გამარჯვება, რომ იტყვიან, ჰაერივით გვჭირდებოდა. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ ყველა დავალება ფრიადზე შეასრულეს. სწორი არ ვიქნები, ვინმე გამოვყო, მთელმა გუნდმა თავდადებით ითამაშა".

საქართველოს ჩემპიონატი. პლეი აუტი. V ტური
სხვა მატჩები
ბათუმი-გურია 1:3 (იხილეთ ვრცლად)

სიონი-სპარტაკი 1:1 (
იხილეთ ვრცლად)

გაგრა-მერცხალი 0:0
(იხილეთ ვრცლად)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ჩიხურა 5 3 1 1 7 4 10
2.ვიტ ჯორჯია 5 3 1 1 4 2 10
3.გურია 5 2 2 1 10 9 8
4.სპარტაკი 5 2 2 1 6 5 8
5.გაგრა 5 1 3 1 5 4 6
6.სიონი 5 1 2 2 7 7 5
7.ბათუმი 5 1 2 2 3 6 5
8.მერცხალი 5 0 1 4 1 6 1

მომდევნო ტური
6 აპრილი. პარასკევი
მერცხალი-გურია
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ)
სპარტაკი-ჩიხურა
გაგრა-სიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული