კოლხეთი-მერანი 4:1 - რა სჭირთ მარტვილელებს?

AutoSharing Option
06.04. ფოთი. "ფაზისი". 1000 მაყურებელი.
კოლხეთი-მერანი 4:1
1:0 გვალია (21. ტუღუშის პასით), 2:0 დათუნაიშვილი (32. ქებაძის პასით), 3:0 ცხვიტარია (38. პავლიაშვილის პასით), 4:0 ქებაძე (75), 4:1 გრიგალაშვილი (76. ტორონჯაძის პასით).

კოლხეთი მერანი
4-3-3 4-4-2
ა. მიქაბერიძე შენგელია
ფოფხაძე მელიავა
ცხვიტარია იობაშვილი
ბოიომო ჟვანია
გაბუნია სუხიაშვილი
ქებაძე წოწონავა
გვალია დიდავა
გოგონაია ე. გრიგალაშვილი
პ. დათუნაიშვილი ჩალაძე
ბ. ტუღუში ტაპე
პავლიაშვილი ტორონჯაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
დ. მახარაძე მ. ჟვანია

კოლხეთი
46. პავლიაშვილი - წურწუმია
57. დათუნაიშვილი - ციცხვაია
58. გოგონაია - ცხადაია სათადარიგოები:
ხარშილაძე, გ. კილასონია, წაბრია, გულუა.

მერანი
41. ჩალაძე - კიკალიშვილი
49. წოწორია - ვართაგავა
66. დიდავა - ამბროლაძე
სათადარიგოები: შეროზია, ტორაძე, კაკულია, წულაია.

გაფრთხილება: გოგონაია (14), წოწორია (47), გრიგალაშვილი (54).

არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ფოთის "კოლხეთი" წარმატებით თამაშობს. ასევე მეორე მატჩია, მარტვილის "მერანი" მისთვის უჩვეულოდ გამოიყურება. ჯერ იყო და "დილასთან" 2:4 წააგო, ახლა კი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო შეხვედრა.

"კოლხეთმა" კი თავისი თამაში იპოვა, მშვენივრად ითამაშა და ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანა. 21-ე წუთზე პავლიაშვილი-ტუღუშის ლამაზი და სწრაფი კომბინაცია კოლხების კაპიტანმა და ლიდერმა ლაშა გვალიამ დააგვირგვინა.

მალე მუნინი ტაპემ მეკარესთან პირისპირ მამუკა ტორონჯაძე დატოვა და "მერანს" ანგარიში გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მარტვილელთა თავდამსხმელმა კარს ააცილა.

ეფექტური გამოდგა ფოთელთა მეორე გოლი: მარჯვენა ფლანგიდან ლაშა ქებაძის ჩაწოდებული ბურთი პავლე დათუნაიშვილმა მახვილი კუთხიდან შორეულ "ცხრიანში" გააგზავნა.

ტაიმის მიწურულს ილია პავლიაშვილის გადაცემა პაატა ცხვიტარიამ დააგვირგვინა და შესვენებამდე "კოლხეთმა" მშვენიერი უპირატესობა მოიპოვა.

სტუმართა მწვრთნელები მოთამაშეთა გულგრილობამ მწყობრიდან ისე გამოიყვანა, გასახდელში არც შესულან და ერთმანეთთან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, რა ეშველათ სიმწრითა და დიდი შრომით აშენებული გუნდისთვის, რომელიც ბოლო ტურებში საკუთარ თავს არ ჰგავს.

მარტვილელებმა ვითარების გამოსწორება მეორე ტაიმშიც ვერ მოახერხეს. მეტიც, მასპინძელთა შორის ერთ-ერთმა საუკეთესო ლაშა ქებაძემ საჯარიმოს სიახლოვიდან სტუმართა კარი მეოთხედ აიღო, გოლი კი იმდენად ეფექტური გამოდგა, მაყურებელი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს - ბურთი "ცხრიანში" ჩაახვია.

ტორონჯაძის გადაცემით მეკარე არდალიონ მიქაბერიძესთან პირისპირ დარჩენილმა ელგუჯა გრიგალაშვილმა ანგარიში შეამცირა.
სტუმრებს კიდევ შეეძლოთ გატანა: იმავე გრიგალაშვილმა ჯერ მიქაბერიძეს ვერ აჯობა, შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა, მერე კი მიზანს ააცილა.

ბოლო წუთზე ანგარიშის შემცირება მეკარესთან ასევე მარტო დარჩენილ გიგა ამბროლაძესაც შეეძლო, მაგრამ მიზანმა მასაც უმტყუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარტვილელებს ჭირთ ჩემპიონატის რეგლამენტი.
. . .
15:46 07-04-2012
0

სიახლეები პოპულარული