სპეციალისტმა გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ისაუბრა (იხილეთ ვრცლად)
ასევე დატოვა თავისი თანამდებობა კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნემსაძემ, რომელიც თავის დროზე "დინამოში" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი დევდარიანის დანიშვნის მთავარი ინიციატორი იყო. (იხილეთ ვრცლად)
შეგახსენებთ, რომ დევდარიანმა თბილისის "დინამო" ამ ზამთარს, გუნდიდან ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა.
დევდარიანის ხელმძღვანელობით "დინამო" უკეთ კი ათამაშდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონატის მეორე, გადამწყვეტი ეტაპის ზედიზედ შვიდ
თბილისის "დინამოს" დროებით გუნდის მეორე მწვრთნელი რამაზ მუმლაძე უხელმძღვანელებს. ამჟამად გუნდი პლეი ოფის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერ "ზესტაფონს" 10 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩი დინამოელებმა ზუგდიდში "ბაიასთან" გამართეს და შეხვედრა 2:2 დაასრულეს.
მომდევნო მატჩს "დინამო" 22 აპრილს გორში "დილასთან" გამართავს.