დღეისთვის მესამე პოზიცია ქუთაისის "ტორპედოს" უკავია, თუმცა მის შესანარჩუნებლად წინ დიდი ბრძოლა ელის.
"ტორპედოს" უახლოესი მატჩებისა და პირადი გეგმების შესახებ ქუთაისელთა 21 წლის ნახევარმცველს, თორნიკე თარხნიშვილს ვესაუბრეთ. მიმდინარე ჩემპიონატში მის აქტივში 22 მატჩი და 4 გოლია.
- შეესაბამება თუ არა დღევანდელი მესამე ადგილი "ტორპედოს" ამბიციებს?
- მეტიც შეგვეძლო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გია გეგუჩაძე
ისიც კარგად ვიცით, რომ ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაშიც კი სერიოზული კონკურენტები გვყავს და მოდუნების უფლება არ გვაქვს.
ისე კი, რომ არა ჩემპიონატის ახალი სისტემა, ალბათ, უფრო წინ ვიქნებოდით, რადგან პირველი ეტაპის ბოლოს მეორე ადგილზე ვიყავით.
- რა შეიცვალა "ტორპედოში" გია გეგუჩაძის მისვლის შემდეგ?
- ძალიან ბევრი რამ. მოკლედ კი ასე ვიტყვი - მან სწორი ფეხბურთის თამაში გვასწავლა. გეგუჩაძის ხელმძღვანელობით თითოეულ ჩვენგანს საკუთარი თავის რწმენაც გაეზარდა და ისიც დავინახეთ, რომ საკმაოდ ბევრის მიღწევა შეგვიძლია.
ისიც კარგად ვიცით, რომ შემადგენლობის გაძლიერება აუცილებელია და ელგუჯა გრიგალაშვილის სახით კლუბმა ერთი ძლიერი შემსრულებელი უკვე დაიმატა.
- "ტორპედო" რიგ ეპიზოდებში მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ სტაბილურობას ჯერ ვერ მიაღწია...
- დარწმუნებული ვარ, სულ მალე გაუთვალისწინებელ ქულებს ასეთი სიხშირით არ დავკარგავთ. გუნდი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია და თავის რეალურ ძალას ახლო მომავალში წარმოაჩენს.
- შესწევს ამჟამინდელ "ტორპედოს" ევროტურნირებზე წარმატებით თამაშის ძალა?
- ევროთასებზე წარმატებისთვის უფრო ძლიერი გუნდია საჭირო და ვფიქრობ, მალე "ტორპედო" მზად იქნება იმისთვის, რომ საერთაშორისო არენაზეც ანგარიშგასაწევი ძალა იყოს. კლუბის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების მთელი ძალისხმევა სწორედ ამისკენაა მიმართული.
- მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი "დინამოსთან" გელით, რომელსაც სტუმრად შეხვდებით...
- ორი აზრი არ არსებობს, მძიმე შეხვედრა იქნება, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ და გვჯერა, რომ "დინამოსთანაც" და სხვა მეტოქეებთანაც დადებითი შედეგების მიღწევა შეგვიძლია. სავსებით შესაძლებელია, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გორის "დილაც" ჩაერთოს და მასთან ბრძოლისთვისაც მზად ვართ.
- საკუთარ ფორმას როგორ შეაფასებ?
- საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტს ვითხოვ, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესოა. ვგრძნობ, რომ უკეთ ვთამაშობ და კიდევ მეტი შემიძლია. ეს ისევ და ისევ გია გეგუჩაძის დამსახურებაა. მოხარული ვარ, რომ "ტორპედოსთვისაც" სასარგებლო ფეხბურთელი ვარ და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ადგილი დავიმკვიდრე.
- ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ვინ მიგაჩნია?
- ვფიქრობ, საქართველოს საუკეთესო კლუბი "ზესტაფონია" და ამ სეზონში ჩემპიონობასაც ულაპარაკოდ იმსახურებს და თასის მოპოვებასაც. რაც შეეხება ზოგადად ჩემპიონატს, კარგია, რომ დაძაბულობის დონემ მოიმატა და სეზონის ბოლოს ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია. ასეთ სიტუაციაში თამაში ნებისმიერ ფეხბურთელზე დადებითად მოქმედებს.
- საკუთარი მომავალი როგორ წარმოგიდგენია?
- "ტორპედოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს მეწურება და ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ მომავალ სეზონში. თუ კლუბს ჩემი სამსახური შემდგომშიც დასჭირდა, სიამოვნებით დავრჩები.
- პოლონურმა წყაროებმა გაავრცელეს ხმები, რომ შენით "იაგელონია" დაინტერესდა...
- მოხარული ვარ, თუ რომელიმე უცხოურმა კლუბმა ჩემი მიწვევა გადაწყვიტა. პოლონეთში თამაში საინტერესო უნდა იყოს, მაგრამ ახლა მხოლოდ "ტორპედოზე" ვფიქრობ. მინდა, წარმატებებს ჯერ ჩემს ამჟამინდელ გუნდთან ერთად მივაღწიო. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"