სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:0 - ბოლო შანსი

AutoSharing Option
29.04. თბილისი. ბენდელა. 300 მაყურებელი
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:0
1:0 მელქაძე (6)

სპარტაკი ვიტ ჯორჯია
4-1-4-1 4-2-3-1
ნადირაძე ნ. დაუშვილი
ლოლაძე დ. ხურცილავა
ლომაია გოგიაშვილი
ტეტუნაშვილი კასრაძე
ნ. მაისურაძე ღანიაშვილი
ჩივაძე გურამ გურეშიძე
შარაშენიძე დავლაშელიძე
თ. შონია ვასაძე
სამხარაძე გ. ჯანელიძე
ჩაფიძე კორიფაძე
ლ. მელქაძე ჩიმაკაძე

მწვრთნელები
ვ. ხაჩიძე მ. კოჭლაშვილი

სპარტაკი
73. შარაშენიძე - ჭოხონელიძე
78. ჩაფიძე - გაბაშვილი
89. ჩივაძე - დ. გელაშვილი
სათადარიგოები: ძაგანია, მერეჩკო, ბურძენაძე, თუხარელი

ვიტ ჯორჯია
73. დავლაშელიძე - ლობჯანიძე
75. კორიფაძე - ვაშაკიძე
88. ჩიმაკაძე - კუხალეიშვილი
სათადარიგოები: რეჭია, ჯაყელი, ჯუღელი, ზაქრაძე

გაფრთხილება: ჯანელიძე (25), სამხარაძე (29), მაისურაძე (42),
ჩაფიძე (61), ვასაძე (62), ჩივაძე (76), კასრაძე (85)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

"სპარტაკს" რომ ვერ მოეგო, თამამად ვიტყოდით, რომ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი დაკარგა.

მართალია, ცხინვალელები კომფორტულ მდგომარეობაში არც ამ გამარჯვების შემდეგ იმყოფებიან, მაგრამ რა შედარებაა - ამ მატჩამდე ხომ "სპარტაკი" გაცილებით მძიმე ვითარებაში იყო.

ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი და "სპარტაკს" სამშვიდობო ზონამდე ოთხი ქულა აშორებს, რაც საკმაოდ რთული აღმოსაფხვრელია, მაგრამ ფაქტია, რომ 29 აპრილის გამარჯვებით ხაჩიძის გუნდმა იმედი შეინარჩუნა.

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას", ვეტერინარები პლეი აუტის ცხრილის ზედა ნაწილის ბინადრები არიან და თუნდაც ქულა მათთვის მისაღები შედეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერც ფრეს შეწვდნენ. მერაბ კოჭლაშვილის გუნდის პოზიციები ჯერ კიდევ მყარია, მაგრამ უდავოა, რომ დარჩენილ ტურებში "ვიტ ჯორჯიას" დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი თამაში იყო, მაგრამ მატჩის შედეგი ალოგიკური სულაც არ ყოფილა - სახიფათო მომენტები ორივე გუნდმა დაახლოებით თანაბრად შექმნა, მაგრამ გაიმარჯვა იმან, ვინც საკუთარი შანსი უკეთ გამოიყენა.

უფრო სანახაობრივი პირველი ტაიმი გამოდგა და ბევრად მეტი საინტერესო ეპიზოდი სწორედ შესვენებამდე ვიხილეთ. "სპარტაკმა" ყოველგვარი დაზვერვის გარეშე შეუტია და პირველი სახიფათო მომენტი მეხუთე წუთზევე შექმნა - თეიმურაზ შარაშენიძემ ლაშა ჩაფიძის გადაცემა მიიღო და ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ ააცილა. მასპინძლები ერთ წუთში დაწინაურდნენ - გამოცდილმა ლევან მელქაძემ "ვიტ ჯორჯიას" საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა.

სტუმრები შედარებით გამოცოცხლდნენ, მაგრამ თამაშის სადავეები ხელთ მაინც ვერ იგდეს. შესვენებამდე მეტოქეებს ანგარიშის შეცვლის თითო შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ შარაშენიძისა და გიორგი ვასაძის დარტყმებს მეკარეები გაუმკლავდნენ.

მეორე ტაიმში სანახაობა ნაკლები იყო, თუმცა ბრძოლა მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის მიმდინარეობდა. მასპინძლებს უპირატესობის შესანარჩუნებლად, სტუმრებს კი ქულის გადასარჩენად, ცდა არ დაუკლიათ. 67-ე წუთზე ვიტელებმა ყველაზე ხელსაყრელი საგოლე შანსი გააცუდეს - ბესიკ ჩიმაკაძის მიერ ახლო მანძილიდან შესრულებული ძალიან სახიფათო დარტყმისგან "სპარტაკი" მეკარე გიორგი ნადირაძემ თავგანწირული ნახტომით იხსნა.

ეს იყო და ეს, დარჩენილ დროში ნიშანდობლივი აღარაფერი მომხდარა და "სპარტაკმა" ამ გამარჯვებით საუმაღლესლიგო იმედი დაიტოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. პლეი აუტი. IX ტური
სხვა მატჩები
სიონი-ბათუმი 1:0 (იხილეთ ვრცლად)

გაგრა-გურია 1:1
გოლები: 0:1 გ. თოდუა (68), 1:1 კიკნაველიძე (86)

ჩიხურა-მერცხალი 4:0
ოთხივე გოლი თორნიკე მუმლაძემ გაიტანა

Sportall.Ge

მომდევნო ტური
3 მაისი, ხუთშაბათი
მერცხალი-სპარტაკი
ვიტ ჯორჯია-გაგრა
გურია-სიონი
დინამო (ბთ)-ჩიხურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული