ზესტაფონი-დინამო 0:1 - ეს ის "ზესტაფონი" აღარაა?

AutoSharing Option
02.05. ზესტაფონი. დ. აბაშიძე
ზესტაფონი-დინამო 0:1
0:1 კოშკაძე (90)

ზესტაფონი დინამო
4-4-2 4-3-3
რ. კვასხვაძე ლორია
ღონღაძე ოდიკაძე
კობახიძე თომაშვილი
საჯაია ხიზანეიშვილი
ელიავა რეხვიაშვილი
აფციაური ძარია
მენთეშაშვილი კვეკვესკირი
გორგიაშვილი ხმალაძე
შარიქაძე ჩისკო
ოვონიკოკო ალვარო
დვალი რობერტინიო

მწვრთნელები
გ. ჭიაბრიშვილი რ. მუმლაძე

ზესტაფონი
56. შარიქაძე - შ. გრიგალაშვილი
65. კობახიძე - ხიდეშელი
73. ოვონიკოკო -დ. მუჯირი
სათადარიგოები: მამალაძე, ბაბუნაშვილი, გუგუჩია, რაჟამაშვილი

დინამო
62. კვეკვესკირი - მერებაშვილი
75. ძარია - პაპავა
76. ჩისკო - კოშკაძე
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტვილდიანი, პარუნაშვილი, კოტო

გაფრთხილება: მერებაშვილი (83), ხმალაძე (84)

არბიტრი: ჯ. ხორავა

არბიტრმა მატჩის ძირითად დროს სამი წუთი დაამატა. მესამე წუთი
იწურებოდა, როცა ახლად გამოჯანმრთელებულმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი მერებაშვილმა შეტევის მარცხენა ფლანგიდან დაარტყა. "ზესტაფონის" მეკარე როინ კვასხვაძემ ბურთი მოიგერია. "დინამოს" უმეთვალყურეოდ მიტოვებულ კაპიტანს, ასევე ცვლილებაზე გამოსულ ალექსანდრე კოშკაძეს კი ხელი ვერავინ შეუშალა და დედაქალაქელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს.

ფეროელებმა კი არანაკლებ მძიმე დანაკარგი განიცადეს და ლიდერ "მეტალურგს" უკვე მთელი ხუთი ქულით ჩამორჩებიან. მატჩი უგოლოდ რომ დასრულებულიყო, ვერავინ იტყოდა, რომ ეს შედეგი ალოგიკური იქნებოდა, მაგრამ "დინამოს" დაუმსახურებლად სულაც არ მოუგია.

ზესტაფონში გამართულ მატჩში არც მასპინძლებს და არც სტუმრებს განსაკუთრებით მაღალ დონეზე ნამდვილად არ უთამაშიათ, მაგრამ რამაზ მუმლაძის გუნდმა შეხვედრის დასკვნითი ნაწილი საკმაოდ ნორმალურად ჩაატარა. ამას რიცხობრივი უპირატესობაც დაემატა და "დინამომ" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

"ზესტაფონის" შემადგენლობაში უჩვეულო არაფერი ყოფილა, "დინამოს" ცენტრფორვარდად კი მორიგი ახალი ფეხბურთელი ვიხილეთ - ამჯერად ეს ფუნქციები მიკელ ალვაროს დაეკისრა, რომელსაც ფლანგებიდან თანამემამულე ჩისკო და რობერტინიო ეხმარებოდნენ.

პირველი ტაიმი ძალიან დუნე გამოდგა და ისეთი თამაში წარიმართა, უგოლო ფრეს რომ მოასწავებდა. შესვენებამდე რამდენიმე ნახევრად მომენტი კი შეიქმნა, მაგრამ მათი უმეტესობის დეტალურად გახსენება ნამდვილად არ ღირს. სამაგიეროდ, პირველი ნახევრისთვის დამატებულ დროში "ზესტაფონმა" დაწინაურების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. ჯაბა დვალმა მოჭრილი დარტყმა ოსტატურად შეასრულა, მაგრამ გიორგი ლორიამ ამ ეპიზოდში არანაკლები კლასი გამოავლინა და ბურთი მოიგერია.

"დინამომ" არანაკლებ სახიფათო მომენტით მეორე ტაიმის დებიუტშივე უპასუხა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი გიორგი რეხვიაშვილმა იმერელთა კარში ერთი შეხებით, მიწიდან ასხლეტით გაგზავნა. "ზესტაფონი" კვასხვაძის რეაქციამ იხსნა, რომელმაც საკუთარი კარი ხარიხის დახმარებით იხსნა.

54-ე წუთზე კვასხვაძესთან პირისპირ ჩისკო გავიდა, მაგრამ ფეროელთა კიპერმა კარი დროულად დატოვა, ესპანელმაც უხეიროდ დაარტყა და ხიფათი განიმუხტა. თამაში ნელ-ნელა გამოცოცხლდა, ტემპიც შედარებით გაიზარდა და უკვე იგრძნობოდა, რომ ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა.

"ზესტაფონს" ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე დაუშავდა და მის მაგივრად მოედანზე ახლად გამოჯანმრთელებული გიორგი ხიდეშელი შევიდა. სამწუხაროდ, რამდენიმე წუთში ისიც დაშავდა, თანაც, ერთი შეხედვით, კობახიძეზე მძიმედ. ძალიან საწყენი იქნება, თუ მძიმე ტრავმის მოშუშებიდან მცირე ხნის შემდეგ ამ ნიჭიერ მცველს კვლავ დიდი პერიოდი გაუცდება.

დარჩენილი წუთები სტუმრებმა რიცხობრივ უმრავლესობაში ჩაატარეს და კიდევ უფრო გააქტიურდნენ. უტევდა "ზესტაფონიც", მაგრამ წინა ხაზზე უფრო ეფექტური უკვე "დინამო" იყო. 87-ე წუთზე კვასხვაძესთან პირისპირ რობერტინიო გავიდა, მაგრამ სუსტად დარტყმული ბურთი მეკარეს ვერ ააცილა. გამარჯვების გოლი კი მიმოხილვის დასაწყისში აღვწერეთ...

"დინამო" კვლავ მეოთხეა, მაგრამ საკუთარ ქომაგებს უკვე უჩენს უკეთესი მომავლის იმედს. "ზესტაფონი" კი, რომელმაც ბოლო წამებზე მიღებული გოლით ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, ოდნავადაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელმაც გასულ შემოდგომაზე "დინამო" 5:1-ით გაანადგურა.

საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს ჩემპიონატის დებულებისადმი არცთუ უსაფუძვლო პრეტენზიები აქვთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ "ზესტაფონი" ძველ დონეზე ვეღარ თამაშობს.

6 მაისს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი რუსთავში "მეტალურგს" ესტუმრება და ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. X ტური
სხვა მატჩები
მერანი-მეტალურგი 2:3 (იხილეთ ვრცლად)
ტორპედო-კოლხეთი 3:1 (იხილეთ ვრცლად)
დილა-ბაია 3:1 (იხილეთ ვრცლად)

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

მომდევნო ტური
6 მაისი, კვირა
დილა-კოლხეთი
ბაია-მერანი
მეტალურგი-ზესტაფონი
დინამო-ტორპედო

"ზესტაფონი ბოლო წამებით გაწამდა"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი სპექტაკლი გამოვიდა აი ასე უნდა კიდე კარგი სამი წუთი დაამატა თორემ ფრე გამოგივიდოდათ
fiore
10:26 03-05-2012
0
ერთი კითხვა მინდა დავსვა,როცა მეორე ტაიმში ხდება 6 შეცვლა,მარტო კობახიძის ტრამვამ წაიღო 5 წუთამდე,გარდა ამისა,დახმარება დაჭირდათ ხიდეშელს ძარიას და მსაჯი ამატებს მხოლოდ 3 წუთს(რომელიც,წესებით მხოლოდ შეცვლებისთვის უნდა დაემატებინა)ამას რა ქვია?რაც ფედერაციაა,ისაა მსაჯობაც,ჩემპიონატიც.სამარცხვინოა!პ.ს.დომენტი,ზუგდიდში რომ მსაჯები და დელეგატი სცემეს უფორმო შეიარაღებულმა ხალხმა,შენ რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენააო თქვი,იმ საქმის გამოძიების რა ისმის?
daviti
11:00 03-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული