ვიტ ჯორჯია-გაგრა 6:1 - გოლთაცვენა "მცხეთა პარკზე"

AutoSharing Option
03.05. მცხეთა. მცხეთა პარკი. 300 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-გაგრა 6:1
1:0 ლობჯანიძე (2), 2:0 გოგიაშვილი (15, ხურცილავას პასით), 3:0 ჯანელიძე (29), 4:0 ჩიმაკაძე (48), 5:0 დაუშვილი (72, პენალტით), 5:1 ხუციძე (74), 6:1 კუხალეიშვილი (84, ჩიმაკაძის პასით)

ვიტ ჯორჯია გაგრა
4-2-3-1   4-2-3-1
დაუშვილი ბეგაშვილი
ხურცილავა ხუციძე
დავლაშელიძე ყურულაშვილი
გოგიაშვილი ჯგერენაია
ღანიაშვილი კობერიძე
ვასაძე ზვიადაძე
გურამ გურეშიძე ჭკუასელი
კორიფაძე ყიფიანი
გ. ჯანელიძე ხოჯაშვილი
ჩიმაკაძე სარდალიშვილი
ლობჯანიძე ჯერემია

მწვრთნელები
მ. კოჭლაშვილი ზ. ჯელაძე

ვიტ ჯორჯია
59. ლობჯანიძე - კუხალეიშვილი
61. კორიფაძე - ზაქრაძე
75. ჯანელიძე - ჯუღელი
სათადარიგოები: სვანაძე, ჩიტიშვილი, ტიელიძე, ჯაყელი

გაგრა
21. ზვიადაძე -
კალანდაძე
46.ხოჯაშვილი - კიკნაველიძე
52.კობერიძე - ნადირაძე
სათადარიგოები: მაღრაძე, ჭეიშვილი, ნარმანია, ფალავანდიშვილი

გაფრთხილება: სარდალიშვილი (20), ხუციძე (62), ბეგაშვილი (72), ღანიაშვილი (77)

არბიტრი: ლ.სილაგავა

ეს ის შემთხვევაა, როცა ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა.

"გაგრას" პრობლემებს ფეხბურთელების ტრავმებიც დაემატა - გიორგი ტყეშელაშვილი საოპერაციო შეიქნა და კიევში წაიყვანეს; ნიკა ჯიშკარიანი კი ისე დაშავდა, რომ თაბაშირი ადევს.

"ვიტ ჯორჯია" ქვედა რვიანში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და 3 მაისს ხელოვნურ საფარზე ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ - გიორგი ბეგაშვილმა შოთა დავლაშელიძის დარტყმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას ელგუჯა ლობჯანიძემ აჯობა.

ამის შემდეგ შეტევაში ჩართული ჯემალ გოგიაშვილის ჯერიც დადგა - ვიტჯორჯიელთა ცენტრალურმა მცველმა უზადო თავურით იჩაუქა.

გიორგი კორიფაძესა და გიორგი ჯანელიძეს ბეგაშვილმა არ დაანება გატანა, ჯონ ჯერემიამ ოციოდე მეტრიდან ვერ გაისწორა მიზანი. იყო სხვა მწვავე ეპიზოდებიც.

გოლებიდან ყველაზე თვალისმომჭრელი, ალბათ, მესამე იყო: "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანმა გიორგი ჯანელიძემ რამდენიმე მცველს აუბნია თავგზა და სოლო-რეიდს ახლოდან ზუსტი დარტყმაც მიაყოლა.

"გაგრას" პირველ ტაიმში ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლო, როცა ჯერემიას პასი მიხეილ სარდალიშვილმა ვერ გამოიყენა, არაზუსტად დაარტყა.

"ვიტ ჯორჯიამ" მეორე ტაიმიც გოლით დაიწყო. გოგიაშვილის თავური ბეგაშვილმა კი უკუაგდო, მაგრამ ბესიკ ჩიმაკაძის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა.

ამის მერე "გაგრა" თითქოს გამოცოცხლდა. ლევან ყიფიანმა ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, მერე კი მისი "მაკრატელა" ნიკა დაუშვილმა მოიგერია.

"ვიტ ჯორჯიადან" პენალტი ლევან კუხალეიშვილმა მოინაგრა, მეკარეს მეკარემ დაურტყა და 5:0.

აქედან ორ წუთში კი ირაკლი ხუციძემ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა ჯარიმა და ბურთი "ცხრიანში" მოათავსა.

მომენტების რეალიზაციაში ორივე გუნდი მოისუსტებდა, თორემ "მცხეთა პარკზე" კიდევ უფრო მეტი გოლი გავიდოდა. წერტილი კი კუხალეიშვილმა დასვა - ახლოდან გადაგზავნა ბურთი ბადეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული