დილა-კოლხეთი 5:1 - პოლიციის აღლუმი გოლების აღლუმით

AutoSharing Option
06. 05. გორი. თ. ბურჯანაძე. 2000 მაყურებელი
დილა-კოლხეთი 5:1
1:0 გოგონაია (40. საკ. კარში), 1:1 ბოიომო (42), 2:1 არზიანი (70, ხოჯავას პასით), 3:1 ვაწაძე (87), 4:1 ვაწაძე (89, კახელიშვილის პასით), 5:1 კახელიშვილი (90)

დილა კოლხეთი
4-4-2 4-5-1
სკენდერი ხარშილაძე
ალადაშვილი ფოფხაძე
ინწკირველი ბოიომო
თოთაძე ცხვიტარია
მეგრელიშვილი გაბუნია
კახელიშვილი ტუღუში
კაშია გოგონაია
ბეჭვაია ლომაშვილი
ს. გურული ქებაძე
ხოჯავა პავლიაშვილი
ვაწაძე ციცხვაია
მწვრთნელი მწვრთნელი
თ. შალამბერიძე დ. მახარაძე

დილა
46. კაშია - არზიანი
84. ხოჯავა - ახალკაცი
89. ბეჭვაია - ნ. ნოზაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, კანდელაკი, ბარაბაძე

კოლხეთი
74. ლომაშვილი - გვალია
77. გოგონაია - გულუა
84.
პავლიაშვილი - გ. კილასონია
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, ხატიაშვილი, ცხადაია, წაბრია

გაფრთხილება: გოგონაია (33), ბეჭვაია (47), არზიანი (64), ბოიომო (66), ქებაძე (87), ვაწაძე (88)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

პოლიციის დღისადმი გორში გამართული პოლიციის აღლუმი "დილამ" გოლების აღლუმით განაგრძო. არადა, 70-ე წუთამდე სტუმრები ფავორიტ მასპინძლებს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ და ამ დროისათვის ანგარიშიც საყაიმო იყო.

და აი, ამის მერე მასპინძლებმა გაილაღეს! გოჩა ხოჯავამ ბურთი მეკარის ბაქანზე ჩაწოდების მომლოდინე ფეხბურთელებს კი არა, საჯარიმოს გარეთ ეულად დარჩენილ ზურაბ არზიანს გაუგორა, რომლის ძლიერი დარტყმულიც მეკარისთვის აუღებელი გამოდგა 2:1.

ეს იყო მატჩის საკვანძო ეპიზოდი. ამ გოლმა და ზედ მოყოლილმა გორელების იერიშებმა "კოლხეთი" ერთგვარ ნოკდაუნში ჩააგდო, მსაჯის საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი ამ ყველაფერს ნოკაუტი უფრო ეთქმოდა. დროის სამწუთიან მონაკვეთში ჯერ მათე ვაწაძემ იხეირა ორჯერ, ბოლოს კი გიორგი კახელიშვილმა.

არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "კოლხეთი" პირველ ტაიმში მასპინძლებს მეტ-ნაკლებ წინააღმდეგობას უწევდა. მართალია, გორელებს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ შესვენებამდე სახიფათო მომენტები ხარშილაძის კართან მათ ბევრი არ შეუქმნიათ, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთაგან ერთობ აქტიური იყო ფლანგები (სანდრო გურული, გიორგი კახელიშვილი) და ხოჯავაც შეტევათა დამაგვირგვინებელი ფაზის საინტერესო განვითარებას სთავაზობდა თანაგუნდელებს.

სტუმართა მეკარეს პირველი ტაიმის დასაწყისში ორჯერ მოუწია თამაშში ჩართვა ვაწაძის და ალადაშვილის სახიფათო დარტყმებისას.

ცოტა ხანში ბეჭვაიას თავური გამოდგა სახიფათო, მაგრამ ოდნავ არაზუსტი. მე-20 წუთზე კი ხოჯავას ახლოდან დარტყმულსაც დააკლდა სიზუსტე.

სტუმრები სკენდერის კარს 39-ე წუთზე დაემუქრნენ, როდესაც დავით ციცხვაიას თავური გადასცდა ხარიხას. საპასუხო იერიში კახელიშვილის ინდივიდუალური ფლანგური გარღვევით და საჯარიმოში ჩამოწოდებით დასრულდა, რასაც ომარ გოგონაიას "ავტოგოლი" მოჰყვა.

"კოლხეთმა" ორ წუთში გაათანაბრა ანგარიში: ბოიომომ "დილას" მცველებს საჰაერო დუელი მოუგო და სკენდერს შანსი არ დაუტოვა 1:1. ბეჭვაია და კაშია პირველ ტაიმში მოედნის ცენტრში შეთანხმებულად კი მოქმედებდნენ, მაგრამ შესვენების შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა არზიანმა ამ პოზიციიდან გაცილებით გაამწვავა თავისი გუნდის შეტევები.

გვერდს ვერ ავუვლით 63-ე წუთზე კახა ალადაშვილის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან სტუმართა კარის მიმართულებით დარტყმულს, როდესაც კოლხთა მეკარემ თავგანწირული ნახტომით გადაარჩინა თავისი გუნდი. თუმცა, საბოლოოდ როგორც "გადარჩნენ" სტუმრები, მატჩის ანგარიშიც მეტყველებს.

"ნოკაუტი ეპილოგში" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული