საქართველოს ჩემპიონატი. XIII ტურის წინათქმა: ეგებ დიდ სირცხვილს გადავურჩეთ

AutoSharing Option
15 მაისს საქართველოს ჩემპიონატის დებულების მნიშვნელოვანი პუნქტები გავარჩიეთ და იმედი გამოვთქვით, რომ "ზესტაფონი" და "მეტალურგი" ჩემპიონატს ქულათა თანაბარი რაოდენობით არ ჩაამთავრებენ.

ახლაც იმავეს გავიმეორებთ - ღმერთმა ქნას, ასე არ მოხდეს, თორემ დიდი სირცხვილის მომსწრენი გავხდებით. სულ ერთია, ვისი არგუმენტები აღმოჩნდება წონადი - ნებისმიერ შემთხვევაში, სამარცხვინო იქნება, თუ საქართველოს ჩემპიონის ვინაობა არა მოედანზე, არამედ რომელიმე კაბინეტში თუ სასამართლო დარბაზში გამოვლინდება.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორიოდე ტურია დარჩენილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. პლეი ოფშიც და პლეი აუტშიც გასარკვევი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და
იმედი დავიტოვოთ, რომ საუკეთესოები სამართლიან ბრძოლაში გამოვლინდებიან.

16 მაისს ორი ცენტრალური მატჩის მომსწრენი გავხდებით. "მეტალურგი" "დინამოს" უმასპინძლებს და თუ გაიმარჯვა, ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

დედაქალაქელებმა ფოთში დამარცხებით ევროსაგზურის მოპოვების შანსი მინიმუმამდე შეიმცირეს, მაგრამ დინამოელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, საკუთარ ერთგულ ქომაგებს უფერულად ჩატარებული სეზონის ბოლოს ერთი შთამბეჭდავი მატჩი მაინც აჩუქონ და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ამას გაცილებით მოტივირებულ და უკეთეს ფორმაში მყოფ "მეტალურგთან" ბრძოლაში.

"მეტალურგისა" და "დინამოს" ურთიერთშეხვედრებს ინტრიგა არასდროს აკლდა და გამონაკლისი არც ეს სეზონი ყოფილა. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მათ ერთმანეთის მოედანზე გაიმარჯვეს, პლეი ოფის პირველ წრეში კი "დინამო არენაზე" ფრედ, 1:1 ითამაშეს.

როგორც ხედავთ, მიმდინარე სეზონში მათ შორის სრული თანაფარდობაა და საინტერესოა, ვის სასარგებლოდ შეცვლის ბალანსს მორიგი დაპირისპირება.

გორის "დილა" "ზესტაფონს" არა გორში, არამედ თბილისში, "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს. წესით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონებისთვის ეს ცუდი სიახლე არ უნდა იყოს, რადგან გორში თამაშს ყოველთვის სხვა წნეხი ახლავს ხოლმე.

ამ სეზონში "დილამ" "ზესტაფონს" ორი მატჩი მოუგო, თანაც, ორივე ზესტაფონში. ასე რომ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს რევანშისთვის საკმარისზე მეტი მოტივაცია აქვს. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ეს გუნდები 26 მაისს ამავე მოედანზე ერთმანეთს საქართველოს თასის ფინალში შეხვდებიან. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანს სარეპეტიციო განწყობა აქვს - "ზესტაფონს" სამი ქულა ჰაერივით სჭირდება, "დილას" კი იმის კარგი შანსი აქვს, რომ ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულოს და ევროპის ლიგაზე, თასის ფინალის შედეგის მიუხედავად, იასპარეზოს.

"ზესტაფონი" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს, "დილას" კი დისკვალიფიკაციის გამო ორი მნიშვნელოვანი ფიგურა, გოჩა ხოჯავა და ზურაბ არზიანი დააკლდება.

"მერანისა" და "კოლხეთის" მატჩი ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს, "ტორპედოს" კი ევროპის ლიგის საგზურის დაბევება ზუგდიდში შეუძლია.

* * *
არანაკლები დაძაბულობაა პლეი აუტში. პირველივე ტურებიდან ნათელი გახდა, რომ ოზურგეთის "მერცხალი" უმაღლესი ლიგის საგზურებისთვის ბრძოლაში კონკურენტუნარიანი ვერ იქნებოდა, მალე კი უშანსოთა კატეგორიას "გაგრაც" შეუერთდა.

გასულ ტურში მცხეთაში გამარჯვებით საჩხერის "ჩიხურამ" უმაღლეს ლიგაში თამაშიც დაიბევა და პლეი ოფში პირველობაც. შესაბამისად, სამი ვაკანტური ადგილისთვის ხუთი კლუბი განაგრძობს ბრძოლას.

მათ შორის დღეისთვის საუკეთესო პოზიცია "ვიტ ჯორჯიასა" და "გურიას" უკავიათ. ისინი ერთმანეთს ბოლო ტურში "მცხეთა პარკზე" დაუპირისპირდებიან და ცხადია, ეს შეხვედრა ძალიან ბევრ რამეს გაარკვევს. 17 მაისს კი გაცილებით იოლი მატჩი აშკარად "გურიას" ელის.

ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ "გურულ დერბიში" ლანჩხუთელები ოზურგეთელებს აჯობებენ. აი, ვეტერინარებს კი ბათუმში რთული გასვლა აქვთ, სადაც კომფორტული სატურნირო ვითარების შესანარჩუნებლად, მინიმუმ, ფრე სჭირდებათ.

საყაიმო შედეგი კი ზღვისპირელებისთვის, შესაძლოა, საბედისწეროც კი აღმოჩნდეს. ბოლო ტურში "ბათუმს" "სპარტაკთან" გასვლითი ბრძოლა ელის და იქამდე ქულათა მარაგის შევსება ძალიან სჭირდება. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, სამი ქულის გარდა, ბათუმელებისთვის სხვა შედეგი მიუღებელი უნდა იყოს. ერთი სიტყვით, პლეი აუტის ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართება.

"ჩიხურამ" პლეი აუტში პირველობა კი გაინაღდა, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ საკუთარი ქომაგების თვალწინ უფერულად ითამაშოს და "სპარტაკს" პრობლემები არ შეუქმნას. არადა, ცხინვალურ კლუბს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რაც თუნდაც სამშვიდობოზე მყოფ "ჩიხურასთან" საკმაოდ რთული უნდა იყოს.

ზემოთ ხუთი პრეტენდენტი და სამი ვაკანტური ადგილი ვახსენეთ, მაგრამ რეალურად, კანდიდატი უფრო ოთხია, ვაკანსია კი - ორი. გადახედეთ "სიონის" დარჩენილი მატჩების კალენდარს და უთუოდ დაგვეთანხმებით, რომ ბოლნისელებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შესანიშნავი შანსი აქვთ.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ეტაპი. XIII ტური
პლეი ოფი
16.05. მარტვილი. ცენტრალური. 17:00
მერანი-კოლხეთი

16.05. თბილისი. მ. მესხი. 17:00
დილა-ზესტაფონი

16.05. რუსთავი. ფოლადი. 17:00
მეტალურგი-დინამო

16.05. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 17:00
ბაია-ტორპედო

Sportall.Ge

შენიშვნა: ცხრილი მომზადებულია www.gff.ge-ს მიხედვით

პლეი აუტი
17.05. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 17:00
გურია-მერცხალი

17.05. ბათუმი. ადელი. 17:00
ბათუმი-ვიტ ჯორჯია

17.05. საჩხერე. ცენტრალური. 17:00
ჩიხურა-სპარტაკი

17.05. ბოლნისი. თ. სტეფანია. 17:00
სიონი-გაგრა

Sportall.Ge

შენიშვნა: ცხრილი მომზადებულია www.gff.ge-ს მიხედვით

ბოლო ტურის მატჩები
პლეი ოფი
20 მაისი
ზესტაფონი-მერანი
კოლხეთი-მეტალურგი
ტორპედო-დილა
დინამო-ბაია

პლეი აუტი
21 მაისი
ვიტ ჯორჯია-გურია
სპარტაკი-ბათუმი
გაგრა-ჩიხურა
მერცხალი-სიონი

"იქნებ დღევანდელმა შედეგებმა დებულება დაგვავიწყოს" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გავიხსენოთ ცოტა რამ
1.ერთადერთი გუნდი, რომელმაც პირველ ეტაპზე მარტვილში მოიგო, ეს იყო ზესტაფონი. ერთადერთი გუნდი, რომელსაც მარტვილში პირველ ეტაპზე თამაში აცდა და სხვაგან გადაუტანეს, ეს იყო მეტალურგი. ვითომ უამინდობის მოტივით, თორემ უამინდობის დროს ყველა სხვა შემთხვევაში მატჩის გადადება ხდებოდა დაარა სხვაგან გადატანა.
2. პლეიოფის თამაშზე იგივე მარტვილში 2 უსამართლო პენალტი დაინიშნა ზესტას კარში. იგივე ტურის შეხვედრაში ფოთის კოლხეთს მეტალურგის კარში სამართლიანი გოლი არ ჩაუთვალეს. ნულოვანი ფრეა და მსაჯი 5 წუთს ამატებს სრულიად უსაფუძვლოთ. მეტალურგს აშკარა თამაშგარედან გოლი გააქვს და მსაჯი გოლს თვლის.
3. ზესტა-დინამოს თამაშში 2-ჯერ არ დანიშნული პენალტი დინამოს კარში, ხელით თამაშისთვის.
4. ტორპედო-მეტალურგისშეხვედრაში მეტალურგის კარში არ დანიშნული პენალტი.
ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ჯანმრძთელობის მდგომარეობის გამო მსაჯთა კომიტეტი ხელმძღვანელი ვერ უძღვებოდა თავის მოვალეობას. დაბრუნდა ეს კაცი და მასდააბრალეს მანამდე მომხდარი უმსგავსობები და მოიშორეს, რადგან სამართლიანი კაცი არ აწყობდათ. უმსგავსობებიც გაგრძელდა ჩვეულ რიტმში.

კალენდარი ვინ შეადგინა?

ზესტაფონმაერთ კვირაში ითამაშა ტორპედოსთან,დინამოსთან დამეტალურგთან სამი უმძიმესი თამაში. მეტალურგს ერთ კვირიანი შესვენება ჰქონდა ტორპედოსთან თამაშამდე.
ბოლო ტურში რომ ბევრი გუნდი უმოტივოციო შეიძლება იყოს, არ იცოდნენ? სწორედ ამიტომ იყო რომ თიზთქმის უმოტივაციო ტორპედოს ეთამაშა მეტალურგი და სრულიად უმოტივაციო დინამოს ეთამაშება ახლა.

დებულების გადაკეთების მცდელობაზე და მის წაშლაზე ფედერაციისსაიტიდან აღარაფერს ვამბობ.
ამდენი რამე "შემთხვევით" ხდება?

ზესტაფონმა გაასაჩივრა გვანცელაძის ქმედებები დილასთან საშინაო მატჩში.
შედეგი?

განმეორებით თამაშს ისევ გვანცელაძე იმსაჯებს

უკომენტაროდ

.........................................................................................................................................................
fexburti
11:16 16-05-2012
0
სუპერთასი რატომ არ ჩაატარა ფედერაციამ? აბამითხარით ვინმემ! ზესტას ყველანაირად ებრძვიან
fexburti
11:21 16-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული