დინამო-ბაია 6:1 - თბილისის "დინამო" ევროპას მაინც ეჭიდება

AutoSharing Option
ამ მოგებით "დინამოს" ევროპალიგაზე თამაშის შანსი შერჩა. თუ თასის ფინალში თამაშზე უარს არცერთი გუნდი იტყვის, თასს "ზესტაფონი" მოიგებს და რუსთავის "მეტალურგს" ჩემპიონობას არ წაართმევენ, "დინამო" ევროსარბიელზე მოხვდება.

მოკლედ, სანამ "ზესტაფონი"-ფედერაცია-"მეტალურგის" სკანდალი არ დასრულდება, "დინამოს" ევროტურნირზე გამოსვლა ბეჭედდასმული ვერ იქნება.

20 მაისს "დინამო არენაზე" ბევრს არ სჯეროდა, რომ ქუთაისში "ტორპედო" გორის "დილას" მოუგებდა - ქუთაისელებმა ხომ ევროპაზე თამაში უკვე წინა ტურში გაინაღდეს. ყველაფერ ამის შედეგია ის, რომ "დინამო" მეოთხე ადგილზე გავიდა და ასეთნაირად ეჭიდება ევროშანსს.

"დინამომ" "ბაია" არ დაინდო, ექვსი გოლი
გაუტანა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო. ესპანელი ჩისკო კი იმიტომ გააძევეს, რომ ორივეჯერ სიმულაციისთვის მიიღო ყვითელი ბარათი.

ნუ გაგიკვირდებათ და, მოედანზე ნიათიანი ბრძოლა იყო გაჩაღებული. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ გოლები აღვწეროთ.

გოლი პირველი: მარცხენა ფლანგიდან გოგიტა გოგუამ ჯარიმის ჩაწოდებას კარში დარტყმა არჩია, "ბაიას" მეკარე იქითა ძელისკენ იდგა, გოგუამ კი აქეთა ძელთან ჩაახვია ბურთი.

გოლი მეორე: ნაკუთხურალ ბურთს ოთარ ხიზანეიშვილმა შეაგება თავური. ბურთი ხელზე მოხვდა გიორგი პაჭკორიას. პენალტი ჩისკომ შეასრულა.

გოლი მესამე: ჩისკომ საჯარიმო დარტყმით მიუჩინა ბურთს ადგილი ბადეში.

გოლი მეოთხე: გოგუამ გარე ტერფით, მოჭრილი დარტყმით, ოცდახუთიოდე მეტრიდან ეფექტურად შეასრულა ყველაფერი.

გოლი მეხუთე: გადმოვარდნილ ბურთზე ალვარომ იყოჩაღა.

გოლი მეექვსე: "ბაიას" საჯარიმოში თავისუფალი დარტყმა დაინიშნა. გოგუამ გიორგი მერებაშვილს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ის თავზე გადაავლო მეკარეს და მცველებს.

პრესტიჟის გოლი: აკაკი ფარჯიკიამ კუთხური ჩააწოდა. პაჭკორიამ ზუსტად დაუხვედრა ბურთს თავი.

მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "ეს ფეხბურთი კი არა, ანტიფეხბურთი იყო, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ტრავმიანობის გამო ძირითადი შემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა. გამოუცდელი ახალგაზრდებით თამაში კი, განსაკუთრებით, "დინამოსთან", ძალიან ძნელია".

რამაზ მუმლაძე (დინამო): "კარგია, ასე რომ ვითამაშეთ და მოვიგეთ, ოღონდაც უკეთესი იქნებოდა, ადრეც რომ ასე გვეასპარეზა - რა მიზანიც გვქონდა დასახული, ვერ შევასრულეთ".

საქართველოს ჩემპიონატი. პლეი ოფი. ბოლო ტური
20.05. თბილისი. დინამო არენა. 400 მაყურებელი
დინამო-ბაია 6:1
1:0 გოგუა (27), 2:0 ჩისკო (31), 3:0 ჩისკო (33, პენალტით), 4:0 გოგუა (40), 5:0 ალვარო (48), 6:0 მერებაშვილი (55, გოგუას პასით), 6:1 პაჭკორია (74, ფარჯიკიას პასით)

დინამო ბაია
4-2-3-1 4-4-2
სეფიაშვილი მაქაცარია
ოდიკაძე აქუბარდია
ხიზანეიშვილი პაჭკორია
რეხვიაშვილი აფაქიძე
ხმალაძე აკობია
ჯიღაური გუჯეჯიანი
კვეკვესკირი ქვარცხავა
რობერტინიო ნ. შონია
ალვარო ფარჯიკია
გოგუა გაბედავა
ჩისკო კუკავა

მწვრთნელები

რ. მუმლაძე ე. ქომეთიანი

დინამო
46. ჯიღაური - მერებაშვილი
46. რობერტინიო - კოშკაძე
58. ხიზანეიშვილი - მუმლაძე
სათადარიგოები: გუდავაძე, გ. გველესიანი, კოტო, ფოცხვერია

ბაია
55. ნ. შონია - კანკია
65. ქვარცხავა - ჩანგელია
68. გუჯეჯიანი - ბულია
სათადარიგოები: ჯომიდავა, გამრეკლიძე, ტყემალაძე, შანავა

გაფრთხილება: ჩისკო (26,56), პაჭკორია (45)
გაძევება: ჩისკო (56)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

"დინამო" ევროპას მაინც ეჭიდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაჯდეს ეხა დინამო და უგულშემატკივროს ზესტას...მეტი რაღა დარჩენია
0
გოლი პირველი: მარცხენა ფლანგიდან გოგიტა გოგუამ ჯარიმის ჩაწოდებას კარში დარტყმა არჩია, "ბაიას" მეკარე იქითა ძელისკენ იდგა, გოგუამ კი აქეთა ძელთან ჩაახვია ბურთი.---))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
vaxo
14:05 21-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული