მარტვილის "მერანი" ახალ სეზონს სერიოზული ცვლილებებით ხვდება

AutoSharing Option
ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მომავალ სეზონს მარტვილის "მერანი" აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობით შეხვდება.

როგორც იცით, გუნდის წამყვანმა ფეხბურთელებმა: ანზორ სუხიაშვილმა, ელგუჯა გრიგალაშვილმა და გიორგი მანწკავამ "მერანი" ჩემპიონატის დასრულებისთანავე დატოვეს.

თუმცა ცვლილებები ამით არ დასრულებულა: რამდენიმე დღის წინ მარჯვენა მცველმა თორნიკე კაკუშაძემ რუსთავის "მეტალურგთან" ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. კონტრაქტი დაუმთავრდათ ასევე გიგა ბოხუასა და გიზო შენგელიასაც.

ამის გარდა, გადაწყვეტილი ამბავია: გუნდს დატოვებს ცენტრალური მცველი ვალერი იობაშვილი. მისით ფოთის "კოლხეთი" და საჩხერის "ჩიხურაა" დაინტერესებული. დღე-დღეზე გაირკვევა გამოცდილი გივი დიდავას საკითხიც.

რაც
შეეხება მარტვილელთა გუნდის ახალწვეულებს, ამ და სხვა საკითხზე კომენტარი "მერანის" მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიას ვთხოვეთ:

"ძალიან ბევრ ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაბამისად, უფრო ამბიციურ გუნდებში წასვლა არჩიეს. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შენებას ვიწყებთ, რაც, რასაკვირველია, იოლი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის.

მომავალი წლისათვის ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეყრდნობით. მალე შემოგვიერთდებიან ახალწვეულები: ცოტნე ბუკია ("კოლხეთი" , ხობი), ნოდარ ნოზაძე ("დილა"), გიგა კვერენჩხილაძე ("გურია"), საბა ლომია ("ზესტაფონი"), გიორგი მჭედლიშვილი ("ლოკომოტივი").

უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ დავიმატებთ ახალ ფეხბურთელებს. კლუბი, უპირველესად, ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაშია".

"მერანი" 25 ივნისს მარტვილში შეიკრიბება, შემდეგ კი 10-დღიან შეკრებას ურეკში გაივლის. კვლავ ღიად რჩება სტადიონის რეკონსტრუქციისა და მოედნის საფარის საკითხი.

სერიოზული ცვლილებები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტვილის "მერანის" უმთავრესი პრობლემა სტადიონია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ლომიამ ხო ვერ მოიკიდა ფეხი ზესტაფონშშიიიიიიი
irakli1805
14:59 18-06-2012
0

სიახლეები პოპულარული