ფედერაციის ვებვგვერდზე გამოქვეყნებულია "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია ასეთი რამ:
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას
ბატონო ზვიად,
თქვენს მიერ 2012 წლის 16 ივლის გამოგზავნილი N03/620 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ მოცემულ ეტაპზე შპს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" გადახდის უუნაროა. მისი პასივები აღემატება კლუბის შემოსავლებს, შესაბამისად მოკლებული ვართ შესაძლებლობას გადავიხადოთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საწევრო გადსახადი, რომელიც შეადგენს 60 ათასი (60
პატივისცემით, ს-კ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია"
რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა ჩატარდა, რომელმაც დაამტკიცა ეროვნული ჩემპიონატის დებულება და მათ შორის ის პუნქტიც, სადაც საწევროს გადახდაზეა მითითებული.
ჩვენთვის ცნობილია, რომ საწევროს ოდენობაზე ფედერაციის ხელმძღვანელობას კონსულტაციები ჰქონდა უმაღლესი ლიგის კლუბებთან და ბუნებრიავია, მათგან მწვავე რეაქცია რომ ყოფილიყო, ფედერაციას ასე ხელაღებით ვერ დაუწესებდა კლუბებს 60 ათასი ლარის გადახდას.
მაშ, რაშია საქმე? რა თქმა უნდა, ფინანსური სირთულეებისგან დაზღვეული არავინაა, მითუმეტეს საფეხბურთო კლუბი, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში მონაწილეობით ხარჯების დაფარვა ჯერ არ შეუძლია.
"ზესტაფონი" ბოლო ორ წელიწადში ზედიზედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ცხადია, ასეთ მაღალ დონზე გუნდის შენახვა მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ისიც ფაქტია, რომ "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასვლის ამბიცია ჰქონდა და გაუგებარი რჩება, ასეთ კლუბს 60 ათასი ლარის დეფიციტი როგორ აღმოაჩნდა.
შესაძლოა, კლუბი უკუგებას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრით ელოდა, მაგრამ ეს ხომ გარანტირებული არავის აქვს, მითუმეტეს არ ჰქონდა ამ "ზესტაფონს", რომელიც გაძლიერების ნაცვლად საამსეზონოდ დასუსტებულია - ფეხბურთელთა კონტინგენტს ვგულისხმობ, გიორგი ონიანის და შოთა გრიგალაშვილის ვერშენარჩუნებას "ზესტაფონმა" ალტერნატივა ვერ მოუძებნა.
სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას არ ვაპირებთ, თუმცა ამ ეტაპზე 60 ათასი ლარის შოვნა ევროსარბიელზე მოთამაშე კლუბისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.
უეფა სოლიდარობის ფონდიდან თავისი წევრი ქვეყნის ჩემპიონს 200 000 ევროთი ასაჩუქრებს, ამას ემატება ჩემპიონთა ლიგის თითოეულ ეტაპზე მიონაწილეობისთვის 110 000 ევრო. მარტივი არითმეტიკაა - "ზესტაფონს" წლეულს უეფადან 310 000 ევრო აქვს მისაღები.
უეფა ამ თანხებს შემოდგომაზე უნაწილებს იმ კლუბებს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ ვერ მოხვდებიან. შესაბამისად, "ზესტაფონს" შეეძლო რომელიმე ბანკიდან 60 000 ლარის კრედიტის აღება ისეთი მყარი გარაანტიით, როგორიც უეფას მაღალი რეპუტაციაა.
ისეც მომხდარა, რომ ქართულ კლუბს ფეხბურთის ფედერაცისთვის ოფიციალურად უთხოვნია, ახლა არ მაქვს სამონაწილეო თანხა და შემოდგომაზე უეფას სოლიდარობის ფონდიდან რომ მივიღებ ფულს, იქიდან გამომიქვითეო. მოკლედ, რეალურად არსებობდა იმის მექანიზმი, რომ "ზესტაფონს" როგორმე ეშოვა 60 000 ლარი.
ახლა საკითხავი ისღა რჩება, რა პოზციას დაიკავებს ფეხბურთის ფედერაცია. ამ ორგანიზაციის პრესსამსახურის უფროსმა გიგა გობეჯიშვილმა გვითხრა, რომ ფედერაციის პოზიცია მყარი და უცვლელია, "ზესტაფონს" 1 გვისტომდე აქვს ვადა, რათა 60 000 ლარი გადაიხადოს, წინაღმდეგ შემთხვევაში ეს გუნდი უმაღლესი ლიგიდან მოიხსნება.
ფედერაციაში ისიც გვითხრეს, რომ თადარიგი უკვე დაჭერილი აქვთ - თუ "ზესტაფონი" 3 აგვისტომდე მაინც არ გადაიხდის 60 000 ლარს, მის ნაცვლად უმაღლეს ლიგაში ლანჩხუთის "გურია" ითამაშებს, ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უკვე უსაუბრია ამის თაობაზე "გურიას" ხელმძღვანელობასთან.
კოკაია: 60 000 არ მაქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერგო ფუტკარაძე: "ზესტაფონის" ყოფნა-არყოფნის თემა გაზვიადებულია
"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ბაქოს "ნეფთჩის" გულშემატკივარი გახდა?!
"ზესტაფონში" ყველაზე ძვირად როინ კვასხვაძე და ჯაბა დვალი ფასობენ
ზესტაფონი-ნეფთჩის გამოძახილი: ერთი კაცის მონდომებით თამაშს ვერ მოიგებ
ზესტაფონი-ნეფთჩი 2:2 - საქართველოს ჩემპიონი უნდა გერქვას შენ?! [+VIDEO]
"ზესტაფონი" ბაქოს "ნეფთჩისთან" მატჩის ტრანსლაციაში 100 000 ევროს ითხოვს?!
ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]