ლევან კვარაცხელიას საქართველოს თასის ფინალში ცუდად მსაჯობა არ შეარჩინეს

AutoSharing Option
ახალი ეროვნული ჩემპიონატი ქართველი მსაჯის, ფიფას არბიტრის, ლევან კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის.

ეს ამბავი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 12-ივე კლუბის წარმომადგენელს ამცნო.

"ლელო" დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ამას კავშირი თასის ფინალთან, რომელიც, თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ახალგაზრდა არბიტრმა სამარცხვინოდ ჩაატარა.

როგორც ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ლევან კვარაცხელიასთვის მსაჯობის აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი თასის ფინალიც გახდა. გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტები და დაწესებული ნორმატივებიც ვერ ჩაუბარებია ფიფას კატეგორიის არბიტრს და მისი მოკვეთის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

როდის დაუბრუნდება კვარაცხელია მინდორს,
ჯერჯერობით უცნობია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს თასი - სამარცხვინო სეზონის ლოგიკური დასასრული [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიანაც კარგი!
უსამართლობა არავის არ უნდა შერჩეს. ეს ალბათ კარგი მაგალითი იქნება სხვა მსაჯებისთვის და ისეთ სამარცხვინობებს არ გააკეთებენ მომავალში, რაც ამან თასის ფინალში აკეთა.
ლევანი
18:56 31-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული