შეხვედრის ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე ლევან ხმალაძემ გაიტანა.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი და დინამოელთა თავკაცი, დუშან უჰრინი წარსდგნენ.
კობა ჟორჟიკაშვილი:
"რთულია, მაგრამ ვულოცავ "დინამოს" მთავარ მწვრთნელს დღევანდელ გამარჯვებას.
მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი მაქსიმუმი ნამდვილად არ გვიჩვენებია. ვიცოდით, რა სირთულეებთან მოგვიწევდა "დინამოსთან" თამაშში გამკლავება.
ვივარაუდეთ, რომ მეტოქე აქცენტს სტანდარტული მდგომარეობების გამოყენებაზე გააკეთებდა და სამწუხაროდ გოლიც სტანდარტული
მეორე ტაიმში ტემპის მომატება ვცადეთ, მომენტებიც შევქმენით, თუმცა არ გაგვიმართლა და ვეცდებით მომდევნო შეხვედრებში გამოვასწოროთ სიტუაცია".
დუშან უჰრინი:
"თავიდანვე რთულ თამაშს ველოდებოდით. ჩვენ ვნახეთ "ვიქტორია პლზენისა" და "მეტალურგის" დაპირისპირება, სადაც რუსთაველებმა არცთუ ურიგოდ ითამაშეს.
პირველი ნახევარი აქტიურად დავიწყეთ და ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც მოვახერხეთ.
მეორე ნახევარში მეტოქესაც ჰქონდა ეპიზოდები და ცოტა ნერვიულობაც დაგვეტყო. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა გვქონდა. წინ ბევრი სამუშაო გველის.
ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ რუსთავში აუცილებლად უნდა მოგვეგო და ასეც მოხდა.
დასასრულს კი ყოველივე საუკეთესო მინდა ვუსურვო "მეტალურგს".
fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
"ზესტაფონმა", "დინამომ" და "ტორპედომ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს