ოთარ ხიზანეიშვილი: თამაშის ხარისხის მხრივ, "დინამოს" მეტი მოეთხოვება

AutoSharing Option
11 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის I ტურის შეხვედრაში თბილისის "დინამო" რუსთავში "მეტალურგს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე ლევან ხმალაძემ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ "დინამოს" ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი ოთარ ხიზანეიშვილმა გააკეთა.

"რთულ პირობებში მოგვიწია თამაში. ძალიან ცხელოდა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე ფაქტიურად მოძრაობა ჭირდა, მაგრამ მთავარია გამარჯვება შევძელით.

მეტოქე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და სტუმრად მისი დამარცხება არ იყო ადვილი.

90 წუთის მანძილზე ბრძოლა იყო მოედანზე და შეიძლება სანახაობრივი თამაში არ გამოვიდა.

მადლობა მინდა ვუთხრა
თანაგუნდელებს, ყველანი ბოლომდე დავიხარჯეთ. ჩვენ უფრო მოვინდომეთ და მოვიგეთ. მადლობა მინდა ვუთხრა "დინამოს" ფანებს, რომლებიც აქტიურად გვიჭერდნენ მხარს.

სასტარტო მატჩში მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია. თამაშის ხარისხის მხრივ, ჩვენ გაცილებით მეტი მოგვეთხოვება და იმედი მაქვს მომდევნო შეხვედრებში ამ მხრივაც იქნება პროგრესი
".

fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: უნდა მოგვეგო და მოვიგეთ, მაგრამ წინ ბევრი სამუშაო გველის
"ზესტაფონმა", "დინამომ" და "ტორპედომ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული