შეხვედრის ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე ლევან ხმალაძემ გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ "დინამოს" ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი ოთარ ხიზანეიშვილმა გააკეთა.
"რთულ პირობებში მოგვიწია თამაში. ძალიან ცხელოდა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე ფაქტიურად მოძრაობა ჭირდა, მაგრამ მთავარია გამარჯვება შევძელით.
მეტოქე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და სტუმრად მისი დამარცხება არ იყო ადვილი.
90 წუთის მანძილზე ბრძოლა იყო მოედანზე და შეიძლება სანახაობრივი თამაში არ გამოვიდა.
მადლობა მინდა ვუთხრა
სასტარტო მატჩში მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია. თამაშის ხარისხის მხრივ, ჩვენ გაცილებით მეტი მოგვეთხოვება და იმედი მაქვს მომდევნო შეხვედრებში ამ მხრივაც იქნება პროგრესი".
fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: უნდა მოგვეგო და მოვიგეთ, მაგრამ წინ ბევრი სამუშაო გველის
"ზესტაფონმა", "დინამომ" და "ტორპედომ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს