თბილისის "დინამოს" და საჩხერის "ჩიხურას" ჯერ ვერავინ აჩერებს

AutoSharing Option
25 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პრემიერლიგის მესამე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის "დინამო" ზესტაფონში ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 სძლია.

დუშან უჰრინის გუნდის მაისურით ამ სეზონში პირველად მოთამაშე ჯაბა დვალს სულ 7 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად. მეორე გოლი მიკელ ალვარომ 72-ე წუთზე გაიტანა, მატჩის საბოლოო შედეგი კი რობერტინიომ 86-ე წუთზე დააფიქსირა.

მანამდე კი ზღვისპირელებს გოლის გატანის შანსი თერთმეტმეტრიანიდან მიეცათ, თუმცა გიორგი ლორიამ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

ამრიგად, თბილისის "დინამომ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და გათამაშების ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ჩემპიონატის
კიდევ ერთმა ლიდერმა საჩხერის "ჩიხურა", რომელიც ასევე მაქსიმალური შედეგით - 9 ქულით იწონებს თავს, სტუმრად "ვიტ ჯორჯიასთან" ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.

ასევე მინიმალური ანგარიშით იმარჯვა რუსთავის "მეტალურგმა", რომელმაც მარტვილის "მერანს" უმასპინძლა, ფოთის "კოლხეთისა" და "ზუგდიდის" დაპირისპირებაში კი გამარჯვებული არ გამოვლინდა - გუნდებმა თითო გოლის გატანა შეძლეს.

26 აგვისტოს მესამე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება, სადაც გორის "დილა" ბოლნისის "სიონს", ქუთაისის "ტორპედო" კი მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგა. III ტურის წინათქმა
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ ჯაბა, ასე გაგეგრძელებინოს შედგომშიც ქართველი გულშემატკივრის გასახარად!
gizo
23:18 25-08-2012
0

წინ ჩიხურა!!!!!!!!!!!!!!!!!!!
messi
00:17 26-08-2012
0

სიახლეები პოპულარული