ეს ფეხბურთელი ხომ ქუთაისის "ტორპედოდან" ზაფხულში დაიმატეს.
"სიონი" საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეების გუნდია და როგორც ამბობენ, მალე კომპანია "მადნეულის" სპონსორად დაბრუნების იმედიც აქვთ. ამასობაში "სიონი" მოედანზე პირველად გაიყვანა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ.
მოულოდნელი იყო, რომ ბოლნისის სტადიონის წამხდარი მოედანი გამოაცოცხლეს და იდეალური თუ არა, სამარცხვინო ნამდვილად აღარ არის.
...შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად და ხისტად
მე-11 წუთზე კი თენგიზ ჩიკვილაძის დაწყებული და ფლანგზე გიორგი ფეიქრიშვილის გაგრძელებული კომბინაციის დაგვირგვინება კარის წინ მარტო დარჩენილ თარხნიშვილს შეეძლო, მაგრამ "სიონის" ახალწვეული ბურთს ვერ შეწვდა.
მალე გიორგი მანწკავას მიეცა ანგარიშის გახსნის საშუალება: დარტყმა ჯერ მცველმა მოიგერია, მერე კი ძელმა.
"ვიტ ჯორჯიამ" მასპინძელთა შეტევები შეაჩერა და გიორგი ვასაძის ძალიან მწვავე დარტყმით უპასუხა.
სტუმრებმა მათთვის დამახასიათებელი აგრესიული პრესინგითა და ხისტი თამაშით მდგომარეობა გამოასწორეს და შეტევისთვისაც მოიცალეს, მაგრამ სწორედ ამ დროს დაცვაში ყურადღება მოადუნეს: ქუცურუამ მარცხენა ფლანგზე ბოლომდე იბრძოლა, მცველი ეფექტურად ჩამოიცილა და მეკარის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი დავით სვანიძე მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 1:0.
"სიონი" ისევ უტევდა: ჩიკვილაძემ შორიდან მოულოდნელად გაისროლა და რომ არა ნიკა დაუშვილის ჩინებული ნახტომი, ბურთი "ცხრიანში" ჩაეშვებოდა.
მოკლედ, ყველაფერი მაინც ბოლნისელებისთვის სასურველად მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წუთზე ისინიც უხეშად შეცდნენ. საჯარიმოდან ლაშა კასრაძის ჩაკიდებულ ბურთს ყველაზე ადრე ელგუჯა ლობჯანიძე შესწვდა და კარში ზუსტად გააგზავნა - 1:1.
მეორე ნახევარში მომენტები მწირად იქმნებოდა. აღსანიშნავია რევაზ ქემოკლიძისა და ჩიკვილაძის შეტევები. თავის მხრივ, "ვიტ ჯორჯია" უფრო გათამამდა, თუმცა მწვავედ ვერ უტევდა.
"სიონი" ბოლოს ისევ გამოცოცხლდა. ძალიან აქტიური და სასარგებლო იყო ქუცურუა, მაგრამ შემტევებმა მხარი ვერ აუბეს და მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო მომენტები კიდევ შექმნეს, გოლის გატანა და 3 ქულის მოპოვება ვეღარ მოახერხეს.
საქართველოს პრემიერლიგა. IV ტური
02.09. ბოლნისი. თ. სტეფანია. 1000 მაყურებელი
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1
გოლები: 1:0 სვანიძე (32. ქუცურუას პასით), 1:1 ლობჯანიძე (45. კასრაძის პასით)
სიონი ვიტ ჯორჯია
4-1-4-1 4-1-3-2
ბობღიაშვილი დაუშვილი
ორბელაძე ხურცილავა
სვანიძე გოგიაშვილი
ქემოკლიძე გეთიაშვილი
ჩიკვილაძე ღანიაშვილი
ჯოჯუა კასრაძე
ფეიქრიშვილი დავლაშელიძე
მანწკავა ვასაძე
თარხნიშვილი გურ. გურეშიძე
ქუცურუა ლობჯანიძე
ჯიქია ჩიმაკაძე
მწვრთნელები:
ა. ჯელაძე მ. კოჭლაშვილი
სიონი
56. მანწკავა - ისიანი
70. ფეიქრიშვილი - უგრეხელიძე
82. თარხნიშვილი - უგულავა
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, გ. ოქროპირიძე, ხუბუა, ლომაია.
ვიტ ჯორჯია
46. ღანიაშვილი - ჯავაშვილი
65. დავლაშელიძე - ღიბრაძე
79. ლობჯანიძე - კორიფაძე
სათადარიგოები: სვანაძე, ტეტუნაშვილი, ზაქრაძე, ჯუღელი.
გაფრთხილება: ხურვილავა (25), ქუცურუა (72), ჯავაშვილი (90+1)
არბიტრი: ლ. სილაგავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"