არმაზ ჯელაძე: თამაში შეგვიძლია და უიმედო მდგომარეობაში არ ვართ

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონს" ბოლო ტურის მატჩში ("ვიტ ჯორჯიასთან") მთავარი მწვრთნელის რანგში არმაზ ჯელაძემ პირველად უხელმძღვანელა.

შეხვედრა 1:1 დასრულდა, თუმცა ბოლნისელებს ურიგოდ არ უთამაშიათ.

"მთლიანობაში, ჩემი გუნდით და "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ, რადგან გამოჩნდა, რომ თამაში შეგვიძლია, მომენტებს ვქმნით და მთლად უიმედო მდგომარეობაში არ ვიმყოფებით.

გუნდი ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თამაში რომ შეუძლიათ, მაგრამ მათი პოტენციალის გამოსაყენებლად დიდი სამუშაო არის ჩასატარებელი.

მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოვიყენოთ და ნაკლის გამოსწორებაზე ვიმუშავოთ.

ჩვენი პრობლემა შეტევის განვითარება და დაცვიდან შეტევაზე
გადასვლაა. ბურთის ამოტანაც გვიჭირს"
, - ამბობს ჯელაძე.

შეგახსენებთ, რომ არმაზ ჯელაძე წლების განმავლობაში რუსთავის "გორდაში"და ლატვიურ კლუბებში თამაშობდა. მწვრთნელობა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო და რუსთავის "ოლიმპში" ასისტენტად მუშაობდა, ერთი ხანობა კი - გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახლდათ.

ასევე იხილეთ:
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1 - ვეტერინარული პრესინგი
საქართველოს პრემიერლიგის IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული